სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის” უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№617
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№617

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის” უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე

1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის № 110 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იჯარის ფორმით გადაეცეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციას” სოფელ ფიროსმანში მდებარე 2346 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, ტრანსფორმატორი და ელექტრომოწყობილობები, ერთი წლის ვადით, ქვესადგურის აღდგენისა და ექსპლუატაციისათვის; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 100 (ასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნული ვალუტით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან” საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე