საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულება თავი I ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
ეს
დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
|
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
|
| მუხლი 4 |
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა |
| მუხლი 5 |
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; გ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად; ვ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის მოძიება და მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია; თ)მინისტრისათვის, მინისტრის პირველი მოადგილისათვის, მინისტრის მოადგილეებისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შესაბამისი იურიდიული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს სტრატეგიული გეგმისა და საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია; კ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია; ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვლევითი საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმის განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან; ნ) სწავლა-სწავლების კომპონენტების და რესურსების ეფექტიანობის შეფასებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების წარმოება და რეკომენდაციების შემუშავება; ო)არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთა, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი; პ) სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება; ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. |
| მუხლი 6 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) კვლევებისა და შეფასებების სამმართველო; გ) გრიფირების სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია |
| მუხლი 7 |
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) მინისტრის თანაშემწე; დ) მინისტრის მრჩეველი; ე) მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე; ვ) სამმართველოს უფროსი; ზ) მთავარი სპეციალისტი; თ) უფროსი სპეციალისტი; ი) სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით, შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. |
| მუხლი 8 |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამინისტროს შრომის შინაგანაწესის დაცვას; ვ) ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს მინისტრს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) უფლებამოსილია, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ი) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. |
| მუხლი 9 |
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები: ა) ხელს უწყობს/უწყობენ დეპარტამენტის უფროსს მასზე/მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს/ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ასრულებს/ასრულებენ მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) ახორციელებს/ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის/მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე/მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებული არის/არიან დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების არყოფნის ან მის/მათ მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებას ახორციელებს/ახორციელებენ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს უფროსი/უფროსები. |
| მუხლი 10 |
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ამ მოვალეობათა შესრულებისას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვას; დ) უზრუნველყოფს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას; ე) ახორციელებს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული წერილების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების ვიზირებას; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ; ზ) პასუხისმგებელია სამმართველოს ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის/მოადგილეების წინაშე. |
| მუხლი 11 |
1. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; გ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების, რეგისტრაციის და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა. სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ კორესპონდენციები შემოვიდა არასამუშაო დროს; დ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის თანახმად; ე) სამინისტროს საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმება და მათი არქივისათვის გადაცემა, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა; ვ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ზ) საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი; თ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება; ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება და ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესისა“ და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა; კ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში შემოსული და გასული კორესპონდენციების რაოდენობის აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; მ) სამინისტროში საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ნ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა; ო) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია ბეჭდებისა და ბლანკების აღრიცხვაზე, გამოყენებასა და შენახვაზე. 3. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
| მუხლი 12 |
1. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვლევითი საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმის განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან; გ) სწავლა-სწავლების კომპონენტების და რესურსების ეფექტიანობის შეფასებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების წარმოება და რეკომენდაციების შემუშავება; დ) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთა, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი; ე) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევა, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნა; 2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს ფუნქციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
| მუხლი 13 |
1. გრიფირების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სკოლის სახელმძღვანელოების/სერიის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირების მიზნით: ა.ა) სკოლის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის სხდომების ჩატარებისა და მუშაობის ხელშეწყობა; ა.ბ)სკოლის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიისათვის სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭებისათვის საჭირო ინფორმაციის (დოკუმენტები/მასალები) წარდგენა; ა.გ) სკოლის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის შემადგენლობაში, ასევე, ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში და სხვა დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების ინიცირება; ბ) გრიფირებული სკოლის სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება; გ) გრიფირებული სკოლის სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; დ) გრიფირების საკითხებზე სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა, მათ შორის გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების კატალოგის წარმოება; ე) წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა: ე.ა) სკოლის სახელმძღვანელოების საჭიროებების შესახებ; ე.ბ) გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, ვადების, სამოქმედო გეგმის, ასევე, ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დადგენილ შემთხვევაში სახელმძღვანელოს შექმნისა და რეცენზენტთა მოწვევის თაობაზე; ვ) სკოლის სახელმძღვანელოების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებაში მონაწილეობა და გაუმჯობესების მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა. 2. გრიფირების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრიფირების სამმართველოს ფუნქციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
|
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისბრძანება №168/ნ
2013 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
+ მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.
+ მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანება.
+ მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებაზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. + მუხლი 2 |
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
+ მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. + მუხლი 4 |
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა + მუხლი 5 |
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
გ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;
ვ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა; |
ზ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ1) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა კორესპონდენციების დადგენილი წესით მიღება, აღრიცხვა, მათი გადაგზავნა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.
ზ2) შესასრულებელი დოკუმენტების კონტროლზე აყვანა, შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმება, შესრულების მიმდინარეობის შემოწმება და რეგულირება, დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვა და განზოგადება, ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
თ) მინისტრისთვის, მინისტრის პირველი მოადგილისათვის, მინისტრის მოადგილისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შესაბამისი იურიდიული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია;
ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიმდინარე, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი განათლების კვლევებისა და შეფასებების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე;
მ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ განსახორციელებელი პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტის განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან;
მ1) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, სამინისტროსთვის განხორციელებული პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
ო) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთაზე წინადადებების შემუშავება, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;
ო1) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება;
ო2) სამინისტროს მიერ/სამინისტროსთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება;
პ) სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირება;
პ1) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებული, სკოლაში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება;
პ2) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებული, სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 197 / ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ.
+
მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) კვლევებისა და შეფასებების სამმართველო;
გ) გრიფირების სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია + მუხლი 7 |
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;გ) მინისტრის თანაშემწე; დ) მინისტრის მრჩეველი;ე) მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე; ვ) სამმართველოს უფროსი;ზ) მთავარი სპეციალისტი; თ) უფროსი სპეციალისტი; ი) სპეციალისტი.2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით, შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. + მუხლი 8 |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამინისტროს შრომის შინაგანაწესის დაცვას;
ვ) ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს მინისტრს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
თ) უფლებამოსილია, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ი) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლებას; |
კ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე ამ დებულებით გათვალისწინებული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 197 / ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ.
+
მუხლი 91. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები: ა) ხელს უწყობს/უწყობენ დეპარტამენტის უფროსს მასზე/მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს/ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას; |
გ) ამ დებულებით გათვალისწინებული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს/ასრულებენ მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
გ) ასრულებს/ასრულებენ მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) ახორციელებს/ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის/მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე/მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებული არის/არიან დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების არყოფნის ან მის/მათ მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებას ახორციელებს/ახორციელებენ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს უფროსი/უფროსები.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 197 / ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ.
+
მუხლი 101. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ამ მოვალეობათა შესრულებისას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვას; დ) უზრუნველყოფს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას; ე) ახორციელებს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული წერილების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების ვიზირებას; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ; ზ) პასუხისმგებელია სამმართველოს ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის/მოადგილეების წინაშე. + მუხლი 11 |
1. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
გ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების, რეგისტრაციის და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა. სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ კორესპონდენციები შემოვიდა არასამუშაო დროს;
დ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის თანახმად; ე) სამინისტროს საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმება და მათი არქივისათვის გადაცემა, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა; ვ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ზ) საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;თ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება; ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება და ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესისა“ და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა; კ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში შემოსული და გასული კორესპონდენციების რაოდენობის აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; მ) სამინისტროში საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ნ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა; |
ნ1) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა კორესპონდენციების დადგენილი წესით მიღება, აღრიცხვა, მათი გადაგზავნა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
ნ2) შესასრულებელი დოკუმენტების კონტროლზე აყვანა, შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმება, შესრულების მიმდინარეობის შემოწმება და რეგულირება, დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვა და განზოგადება, ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
3. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 197 / ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ.
+
მუხლი 12
1. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციაა: |
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიმდინარე, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი განათლების კვლევებისა და შეფასებების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე;
ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ განსახორციელებელი პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტის განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან;
ბ1) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, სამინისტროსთვის განხორციელებული პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთაზე წინადადებების შემუშავება, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;
დ1) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება;
დ2) სამინისტროს მიერ/სამინისტროსთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ/მათთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება;
ზ) განათლების კვლევების მართვის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების ანალიზი და გაზიარება;
თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა.
2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 197 / ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ.
+
მუხლი 13ა) სკოლის სახელმძღვანელოების/სერიის გრიფირების პროცესის ადმინისტრირების მიზნით:
ა.ა) წინადადებების წარდგენა გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;
ა.ბ) გრიფირების საკითხებზე სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების გაცემა;
ა.გ) სკოლის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის, გრიფირების საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის წარდგენა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ადმინისტრირება;
ა.დ) გრიფირებაში მონაწილე კონკურსანტთა ინფორმაციული უზრუნველყოფა გრიფირების წესით განსაზღვრულ საკითხებზე;
ა.ე) სახელმძღვანელოების შეფასების/რეცენზირების პროცესის მონიტორინგი.
ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოების მიზნით:
ბ.ა) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ (სახე, შემადგენლობა, გამომცემლობა, გრიფის მინიჭების თარიღი და ა.შ.) ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შესაბამის რეესტრში ასახვა;
ბ.ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის პერიოდული განახლება;
ბ.გ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების კატალოგის წარმოება;
გ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოების მიზნით:
გ.ა) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, აღრიცხვა, პერიოდული განახლება;
გ.ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის მარაგის შევსებაზე ზრუნვა, საჭიროებების განსაზღვრა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. გრიფირების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრიფირების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 197 / ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“, №168/ნ, 01.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016688 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2066118-2/