თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ე) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილება;
გ.ვ) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილება.
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.11.2013წ.
ა) საბიუჯეტო კოდექსი;
|
+
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2013 წლის 4 ნოემბერი
ქ. გორი
თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ე) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილება;
გ.ვ) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილება.
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.11.2013წ.
+
მუხლი 2🔗
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
+
მუხლი 3🔗
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
+
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №12, 04.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.145.016045 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2068099-1/