კავშირგაბმულობის, ფოსტის და ინფორმატიზაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№167
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 04/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №167

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

კავშირგაბმულობის, ფოსტის და ინფორმატიზაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის, „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ივლისის № 255 ბრძანებულების, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტრომ (ა. ალექსიშვილი), უზრუნველყოს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – კავშირგაბმულობის, ფოსტის და ინფორმატიზაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი