საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.11.2013 ძალადაკარგული 17.12.2015
ნომერი
№287
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №287

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე



დანართი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

 


მუხლი 1
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება კომპიუტერული ან ზუსტი მეცნიერებების პროფილით (მაგისტრის ხარისხი);

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, უპირატესობად ჩაითვლება პროგრამისტად ან მბ ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;

გ) ინფორმაციის შენახვის, დაპროგრამების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა;

დ) IT პროექტების დაგეგმვისა და მართვის ცოდნა;

ე) ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბებისა და მათი ალგორითმიზაციის ცოდნა;

ვ) .NET ტექნოლოგიების ცოდნა;

ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

თ) უცხო ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;

ი) ITIL ან Cobit სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსი  (III თავი);

დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება.

მუხლი 2
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება;

გ) Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა;

დ) როუტინგი და სვიჩინგი, ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია;

ე) ქსელური მოწყობილობების (Cisco, HP) ადმინისტრირების ცოდნა;

ვ) ქსელური პროტოკოლების (TCP/IP, IPX) ცოდნა;

ზ) მარშრუტიზაცია და VPN კავშირები;

თ) ვირტუალიზაციის პლატფორმა VMware ESX -თან მუშაობის გამოცდილება;

ი) Linux  ოპერაციული სისტემაზე დაფუძნებული საფოსტო სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება;

კ) ციფრული ტელეფონია (Asterisk სერვერის ადმინისტრირების გამოცდილება);

ლ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

მ) უცხო ენების ცოდნა  ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;

ნ) CCNA ან CCNP სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება.

მუხლი 3
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება;

გ) Windows სერვერები (2003/2008/2008 R2/2012);

დ) Active Directory;

ე) ქსელური სერვისები (DNS, DHCP);

ვ) ქსელური ტექნოლოგიები (VLAN, VPN, NAT);

ზ) ქსელური პროტოკოლები (TCP/IP);

თ) Barracuda ვებფილტრთან მუშაობის გამოცდილება;

ი) ვირტუალიზაციის პლატფორმა Vmware ESX;

კ) ელ. ფოსტის სერვერები;

ლ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

მ) უცხო ენების ცოდნა  ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;

ნ) Microsoft Certified Technology Specialist ﴾MCTS﴿: Windows Server 2008/2012 Active Directory, Configuration სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება.

მუხლი 4
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ან მეოთხე კურსის სტუდენტი;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი  გამოცდილება;

გ) Windows სერვერები (2003/2008/2008 R2/2012);

დ) Active Directory;

ე) ქსელური სერვისები (DNS, DHCP);

ვ) ქსელური ტექნოლოგიები (VLAN, VPN, NAT);

ზ) ქსელური პროტოკოლები (TCP/IP);

თ) Barracuda ვებფილტრთან მუშაობის გამოცდილება;

ი) ვირტუალიზაციის პლატფორმა Vmware ESX;

კ) ელ. ფოსტის სერვერები;

ლ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

მ) უცხო ენების ცოდნა  ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;

ნ) Microsoft Certified Technology Specialist ﴾MCTS﴿: Windows Server 2008/2012 Active Directory, Configuration სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება.

მუხლი 5
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ან მეოთხე კურსის სტუდენტი;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის ან სტაჟირების არანაკლებ 3-თვიანი გამოცდილება;

გ) Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;

დ) IT პრობლემების დიაგნოსტიკის გამოცდილება;

ე) ქსელური სერვისების (DNS, DHCP) საბაზო ცოდნა;

ვ) ქსელური პროტოკოლების (TCP/IP ) საბაზო ცოდნა;

ზ) Active Directory -სთან მუშაობის გამოცდილება;

თ) საოფისე პროგრამების Microsoft Office ცოდნა;

ი) უცხო ენების ცოდნა  ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად;

კ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ლ) MOS, MCTS, MCITP, MCDST სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 11.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №287. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016234.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2015.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“, №287, 11.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016234 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2073539/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2015. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება