საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№318
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №318

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა პროექტების _ ,,საქართველოს უფროსკლასელ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში”, ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში”, ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში” განსახორციელებლად ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი 32 14 19).

პრემიერ-მინისტრი                                           ნიკა გილაური