საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№906
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №906

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებითგანხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები 2009-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი – 32 14 19) ფარგლებში საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასისა და საშუალო საფეხურის მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეების ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაგზავნის უზრუნველსაყოფად.

პრემიერ-მინისტრინ. გილაური