საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№529
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№529

2008 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ

2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოში გამოცხადებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროების ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით:

1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი;

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანიზაციული კოდი „25 16 – საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯები“.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე