გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მოსაწყობად შიდა ქართლის რეგიონალური სატყეოს სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 4.0 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№531
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№531

2008 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მოსაწყობად შიდა ქართლის რეგიონალური სატყეოს სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 4.0 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებული იქნეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი №8) და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მოწყობის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს შიდა ქართლის რეგიონალური სატყეოს სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის (ყოფილი გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობა) ატენის სატყეოს №15 კვარტალის №20 უბნიდან – 0.2 ჰა, №15 კვარტალის №19 უბნიდან – 0.3 ჰა, №29 კვარტალის №1 უბნიდან – 1.5 ჰა, №29 კვარტალის №3 უბნიდან – 2.0 ჰა, სულ: 4.0 ჰა.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე