მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№339
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№339

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი №5) და მოთხოვნილი მიწის ფართობები, რომლებიც განფენილია მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ, ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წეროვანის სატყეოს კვარტალი №4-ის ლიტერი №1-ის – 4,4 ჰა; №2-ის – 6,6 ჰა; №3-ის – 11,0 ჰა; №4-ის – 1,0 ჰა; №8-ის – 3,0 ჰა; №9-ის – 4,3 ჰა; №11-ის – 4,0 ჰა; კვარტალი №5-ის ლიტერი №1-ის – 4,2 ჰა; №5-ის – 0,3 ჰა; №6-ის – 1,2 ჰა; კვარტალი №6-ის ლიტერი №4-ის – 0,8 ჰა; №7-ის – 0,6 ჰა;  სულ 41,4 ჰა ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან და გადაეცეს მცხეთის მუნიციპალიტეტს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე