საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№283
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №283

2008  წლის  7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების შესაბამისად განახორციელოს ცვლილებები ამ სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე