გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№746
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №746

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 528 000 (ხუთას ოცდარვა ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საკვებით უზრუნველყოფისათვის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) დევნილი მოსახლეობისათვის შეშის საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 108 000 (ას რვა ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი