ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №131

2008 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაბის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი სოფელ ფოლადაანთკარში შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

– სასმელი წყლის რეაბილიტაცია – 153 000 (ას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი;

– პოლიციისათვის შენობის შეძენა და მისი რეაბილიტაცია – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ზ. მელიქიშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე