ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №121

2008  წლის  13 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გ. ხაჩიძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე