მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 15.3 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№677
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №677

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 15.3 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმი №10) და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ, მცხეთის სატყეო უბნის (ყოფილი ლისის სატყეო) №10 კვარტალიდან და №11 კვარტალიდან ამოირიცხოს 15. 3 ჰექტარი მიწის ფართობი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე