საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №46

2008  წლის  8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ახლად შექმნილი სახელმწიფო მინისტრების აპარატების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის გამოუყოს:

ა) რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს – 183 690 (ას ოთხმოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

 შრომის ანაზღაურებისათვის – 44 090 (ორმოცდაოთხი ათას ოთხმოცდაათი) ლარი;

საქონლისა და  მომსახურებისათვის – 8 000 (რვა ათასი) ლარი;

არაფინანსური აქტივებისათვის – 131 600 (ას ოცდათერთმეტი ათას ექვსასი) ლარი;

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს – 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

შრომის ანაზღაურებისათვის – 22 000 (ოცდაორი  ათასი) ლარი;

საქონლისა და მომსახურებისათვის – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

არაფინანსური აქტივებისათვის – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

გ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს – 83 800 (ოთხმოცდასამი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:

შრომის ანაზღაურებისათვის – 49 100 (ორმოცდაცხრა ათას ასი) ლარი;

საქონლისა და  მომსახურებისათვის – 30 200 (ოცდაათი ათას ორასი) ლარი;

არაფინანსური აქტივებისათვის – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე