გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№553
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№553

2008 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ    

1. ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი წარიმართოს გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოებისათვის 720 000 ლარის გამოყენების მიზნით ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.

3. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენა, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ,,სახელმწიფო შესყივების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №485 განკარგულება ,,მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ”.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე