საომარი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი განსახლების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 03/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№558

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

საომარი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულ  პირთა – დევნილთა დროებითი განსახლების  ღონისძიებათა შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საომარი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები დროებით განასახლოს მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ეკომიგრანტებისათვის აშენებულ საცხოვრებელ სახლებში.

2. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი წარიმართოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში აშენებული 69 საცხოვრებელი სახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური)   განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული სამუშაოებისათვის 720 000 ლარის გამოყენების მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნება დაერთოს განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენა, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აგვისტოს  № 553 განკარგულება.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე