საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№666
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 666, 10/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №666

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და  ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის  შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  1. მოწონებულ იქნეს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის” წინადადება ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

  2. ,,სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის” მიერ ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.

  3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი.

  4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და  საქმიანობის  წესის  შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური