რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№703
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№703

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 254 100 (ორას ორმოცდათოთხმეტი ათას ასი) ლარი წარმართოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის, ერთ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის მიზნით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე