საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2013 ბოლო ცვლილება 26.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№315
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.017482
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (47)

შემდგომი ცვლილებები (22)

წინა ცვლილებები (25)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2013 წლის 5 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„დიპლომატიური   სამსახურის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-8   მუხლის   პირველი პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა (დანართი №1).
+
მუხლი 2
დამტკიცდეს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2).
+
მუხლი 3
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან  საქართველოს  მუდმივი  წარმომადგენლობისა  და  საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება – ,,საქართველოს საელჩო“ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.
+
მუხლი 4
განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს სრული დასახელება.
+
მუხლი 5
საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე და შტამპზე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის სრული დასახელება.
+
მუხლი 6
თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა წარმოადგენს როგორც საქართველოს საელჩოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობას, ადგილსამყოფელ ქვეყანასთან მიმოწერისას იყენებს საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმოწერისას – საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო       ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკს.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



დანართი №1

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური     წარმომადგენლობების ნუსხა

1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2.  საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

3. საქართველოს საელჩო აშშ-ში.

4.   საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.

5. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში.

6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენლობა კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში.

7.   საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში.

8. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

9.   საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

10.   საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში.

11. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

12.   საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

13.   საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან.

14. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. მადრიდში განლაგებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO).

15.   საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

16.   საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.

17.   საქართველოს საელჩო თურქმენეთში.

18.   საქართველოს საელჩო იაპონიაში.

19.   საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში.

20.   საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

21.   საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

22.   საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

23. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

24.   საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში.

25.   საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.

26.   საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში.

27.   საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.

28.  საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.

29.   საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

30.   საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

31.   საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.

32.   საქართველოს საელჩო რუმინეთში.

33.   საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

34.   საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

 35.    საქართველოს    საელჩო    საფრანგეთის    რესპუბლიკაში    და     საქართველოს    მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.

36.   საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

37.   საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.

38. (ამოღებულია - 26.12.2013, №374).

39.   საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში.

40. საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში.

41.  საქართველოს საელჩო უნგრეთში.

42.   საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში.

43.   საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

44.   საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში.

45. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.

46.  საქართველოს  მუდმივი  წარმომადგენლობა  ჟენევაში  გაეროს        განყოფილებებსა  და  სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

47.  საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

49. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში).

50.    საქართველოს    საელჩო    კანადაში    და    საქართველოს       მუდმივი    წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO).

51. საქართველოს საელჩო ირლანდიაში.

52. საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში.

53. საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში.

54. საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში.

55. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში .

56. საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში .

57. საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში.

58. საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში.

59.  საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში.

60. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

61. საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში.

62. საქართველოს საელჩო მალაიზიაში.

63. საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC).

64. საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 27.12.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 12.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 8 აგვისტოს დადგენილება №50 3 - ვებგვერდი, 20 .08.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 30.03.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №269 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.


+
დანართი №2

 

 იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები

1. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში აკრედიტებულია  ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.

2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში.

3 . საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში აკრედიტებულია ისლანდიის რესპუბლიკაში.

4.საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებულია სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში.

5. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში აკრედიტებულია ანდორის სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში.

6. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში  აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

7. საქართველოს საელჩო თურქმენეთში აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

8. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მალდივების რესპუბლიკაში.

9. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აკრედიტებულია ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.

10. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში.

11. საქართველოს   საელჩო   იტალიის   რესპუბლიკაში   აკრედიტებულია   სან-მარინოსა   და მალტის რესპუბლიკებში.

12. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში,   ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში.

13.  საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სერბეთის რესპუბლიკაში.

14.  საქართველოს  საელჩო  საფრანგეთის  რესპუბლიკაში  აკრედიტებულია  მონაკოს სამთავროში.

15. საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში.

16. საქართველოს საელჩო უნგრეთში აკრედიტებულია ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში.

17. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში აკრედიტებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

18. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

19. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებულია ლიხტენშტაინის სამთავროში.

20. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებულია ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და მონღოლეთში.

21. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენში.

22. საქართველოს  საელჩო  არგენტინის  რესპუბლიკაში აკრედიტებულია  ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.

23. საქართველოს საელჩო აშშ-ში აკრედიტებულია ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და გრენადაში.

24. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებზე, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკასა და ტონგას სამეფოში.

25. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კენიის რესპუბლიკაში, ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აკრედიტებულია მადაგასკარის რესპუბლიკაში, ზამბიის რესპუბლიკაში, მოზამბიკის რესპუბლიკაში,  ზიმბაბვეს რესპუბლიკაში, ბოტსვანის რესპუბლიკაში, მავრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ანგოლის რესპუბლიკაში, ნამიბიის რესპუბლიკასა და სვაზილენდის სამეფოში.

27. საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში.

28. საქართველოს საელჩო იაპონიაში აკრედიტებულია მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში.

29. საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში აკრედიტებულია ომანის სასულთნოში, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკაში.

30. საქართველოს საელჩო მალაიზიაში აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალამში.

31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, სენტ-ლუსიასა და დომინიკის თანამეგობრობაში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №130 – ვებგვერდი, 12.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №161 – ვებგვერდი, 18.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 07.03.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №256 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის დადგენილება №371 – ვებგვერდი, 11.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №488 – ვებგვერდი, 12.08.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25  ნოემბრის დადგენილება №631 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №52 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 11.03.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 30.03.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 06.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №213 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 13.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №66- ვებგვერდი, 15.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №163 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №269 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №385 - ვებგვერდი, 08.08.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 04.10.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №528 - ვებგვერდი, 05.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 14.03.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №327 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №315, 05.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.017482 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2108186-25/