სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.12.2013 ძალადაკარგული 29.09.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№329
სარეგისტრაციო კოდი
270000000.10.003.017496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2013 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2013 წლის 12 ივნისი, №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა  და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების თანდართული ჩამონათვალი.
+
მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა გავრცელდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული დარგების იმ საწარმოებზე, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო).
+
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულ იმ პირზე, რომლის შრომითი პროცესი არ მოითხოვს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს და სამუშაო არ არის დაკავშირებული სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობასთან.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული დასაქმებულ(ებ)ის განსაზღვრისას მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს განიხილავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 52​4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
+
მუხლი 5
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



 

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი


1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ,,სეკ 001-2004 “ეკონომიკური საქმიანობის სახეების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები:

ა) სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა;

ბ) თევზჭერა, მეთევზეობა;

გ) სამთომოპოვებითი მრეწველობა;

დ) ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;

ე) ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;

ვ) ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა;

ზ) კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;

თ) ქიმიური წარმოება;

ი) დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;

კ) მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;

ლ) ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;

მ) მშენებლობა;

ნ) ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;

ო) სასტუმროები და რესტორნები;

პ) ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა;

ჟ) ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;

რ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ ქვეკლასებში:

რ.ა) ქვეკლასი 75.11.3 - საგადასახადო სისტემის მართვა და ზედამხედველობა;

რ.ბ) ქვეკლასი 75.11.4 - საბაჟოს მართვა;

რ.გ) ქვეკლასი 75.12.0 - სოციალური პროგრამების მართვა;

რ.დ) ქვეკლასი 75.23.3 - სასჯელის სისრულეში მოყვანის სისტემის საქმიანობა;

რ.ე) ქვეკლასი 75.25.0 - საქმიანობა სამოქალაქო თავდაცვის დარგში;

რ.ვ) ქვეკლასი 75.30.0 - სავალდებულო სოციალური დაზღვევა;

ს) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება;

ტ) კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა.

2. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

ა) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში,  სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას;

გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას;

გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას;

გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას;

გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას;

დ) ზოგადი განათლება;

ე) პროფესიული განათლება.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“, №329, 11.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.017496 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2118778-1/