„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№335
სარეგისტრაციო კოდი
040110050.10.003.017502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №335

2013 წლის 13 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებით (სსმ, 29/10/2010, მუხლი 2004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი