დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2014 წლის განმავლობაში.
საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება;
სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;
სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მუხლი 3. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია:
აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;
მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა;
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის, უსახლკაროებისათვის და ოჯახებისათვის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;
უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება.
10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება.
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;
სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;
მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.
სოციალური ღონისძიებები
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი;
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი;
უპატრონო მიცვალებული.
11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე.
სოციალური ღონისძიებებია:
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება;
სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა;
5. შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 100 000 (ასი ათასი) ლარი.
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).
სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ე) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა;
გ) დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან ბავშვების დაბადების მოწმობები (ტყუპების დაბადების შემთხვევაში);
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობა;
დ) ბავშვების დაბადების მოწმობა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობა;
გ) მშობლის დაბადების მოწმობა;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის, უსახლკაროდ დარჩენის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია (ოჯახის უსახლკაროდ დარჩენის ან ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში).
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა;
ე) ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა.
უპატრონო მიცვალებული:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია.
11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) საბანკო ანგარიში.
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად;
4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად;
5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წელს, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 400(ოთხასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;
5/. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;
6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად;
10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარავად; კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე;
11. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი;
12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი.
13. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად;
14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად.
უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
2. სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ ან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ანგრიშზე.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე - 4, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.
7. 2013 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში.
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
პროგრამის განხორციელების ვადაა 2014 წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;
დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა;
სოციალური დახმარების გაცემის ვადები.
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2013 წლის 17 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი
+
დანართი 1სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 28.01.2014 წ.
5/. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;
6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; 10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარავად; კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე; 11. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი; 12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი. 13. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად; 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად.+
დანართი 2 დედოფლისწყარს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა№
დასახელება სოციალური დახმარების მოცულობა (ლარი) რეალიზაციის ვადა ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზესულ
1
I. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 170000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად2
II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი250
3000 III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება220000
3000
4000
გ) I ჯგუფის ინვალიდი
2000
4000
2000
8 ლარი ყოველთვიურად
თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი
50000
300
2000 პროგრამის შესაბამისად მ) სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება) 20000 პროგრამის შესაბამისადნ) ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს
20000
80000
0
პროგრამის შესაბამისად
200
1000 პროგრამის შესაბამისად პ) 2013 წლის ვალდებულება0
სულ
393000
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 28.01.2014 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №29, 17.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.169.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2139005-2/