საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (23)
შემდგომი ცვლილებები (12)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
|
1.
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება. |
2.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. |
3.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 20 დეკემბრიდან. |
|
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი კონსტიტუციური ორგანო.
მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ; გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და/ან მომზადებას; დ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; ე) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას; ვ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას; ზ) ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას; თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას; ი) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ; ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე; მ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებების შესრულებასა და კონტროლს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ანგარიშების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას; ო) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს; პ) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №129 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.
მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა 2. ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ახორციელებს ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას; ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ანიჭებს მოხელის კლასებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებთან; დ) (ამოღებულია - 30.01.2018, №25); ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, წყვეტს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს. 4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს. 5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში, ასევე იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს; გ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; მესამე პირებთან, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას გამოდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით; დ) განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს; ე) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს. 7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №80 - ვებგვერდი, 05.04.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 21 ივნისის ბრძანებულება №167 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №209 - ვებგვერდი, 27.07.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ. მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა 1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგში – სტრუქტურული ერთეული): ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; დ) პროტოკოლის დეპარტამენტი; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი; ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საფინანსო დეპარტამენტი; კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი. 2. ადმინისტრაციაში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შეიქმნას განყოფილება. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
2. საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე; ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად; ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა; ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში; კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება. 3. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და/ან მომზადება; გ) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენისათვის მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა; ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისათვის ან პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციისათვის წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა; ვ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციისათვის საქართველოს მთავრობაში წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა; ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; თ) ადმინისტრაციის უფროსისა და საპარლამენტო მდივნის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ2) განცხადებების, წერილებისა და საჩივრების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; ი) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების, ბრძანებულებების, განკარგულებების, ბრძანებების, მისი განცხადებებისა და მიმართვების, ასევე ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება, პრესრელიზების, ანონსების გავრცელება, პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ბრიფინგების ორგანიზების უზრუნველყოფა; გ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებებით, კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა; დ1) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საზოგადოებრივი ღონისძიებების, საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების გაშუქება, აგრეთვე მათ დაგეგმვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; დ2) ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება; ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 5. პროტოკოლის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის (მეუღლითურთ) სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ა 1) საზღვარგარეთ საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ბ 1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა; გ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების (როგორებიც არის: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონია და სხვ.) ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში და ამ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; ე 1) ვიზიტებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 6. დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; გ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება; დ) მსჯავრდებულის/სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თხოვნის განხილვა, შეწყალების საქმის შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება; ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება; ვ) სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება; თ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ი) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოს/საპატიო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; კ) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა; ლ) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა; ადმინისტრაციაში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციაში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება, ადრესატებისათვის დაგზავნა და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ 1) ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ე) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება; ვ) ადმინისტრაციაში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება; ვ 1) ადმინისტრაციიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატებისთვის დაგზავნა; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა; თ) მოქალაქეთა მისაღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება; ი) ადმინისტრაციის არქივის წარმოება; კ) საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება და საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 8. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა; ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; გ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართული კონკურსების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა წარდგენის, დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკურსების ორგანიზება; ვ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩაბმულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა; ვ1) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ი) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა; კ) შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ლ) ადმინისტრაციაში სტაჟირების განხორციელების ხელშეწყობა; მ) ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დანერგვა; ნ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ო) ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ჟ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 9. ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ა 1) ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; გ) (ამოღებულია - 08.12.2015, №379); დ) (ამოღებულია - 08.12.2015, №379); ე) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ვ) საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არასანქცირებული წვდომისაგან მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განახლება; ვ1) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა; ვ 2) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 10. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ადმინისტრაციის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა; გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გადარიცხვა დანიშნულებისამებრ; ე) წლიური საბიუჯეტო კანონით ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ათვისების შესახებ ინფორმაციის მომზადება ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად; ე 1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 11. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა; დ 1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ. მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) (ა მოღებულია - 22.06.2017, №169); გ) (ამოღებულია - 22.06.2017, №169); დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) უნაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და უზრუნველყოფს შესრულების კონტროლს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების თაობაზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია; ვ1) ახორციელებს უშუალოდ დაქვემდებარებული მოხელის შეფასებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) წარადგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით; თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციის თანამშრომლები
მუხლი 8. კომისიები და საბჭოები საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. |
+
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №963 2013 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება. 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 20 დეკემბრიდან.
+ |
2. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103.
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და/ან მომზადებას;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და/ან მომზადებას;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;
ზ) ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;
ზ) ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;
ი) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭებისა და შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;
კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;
ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ანგარიშების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;
ო) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.
მ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებების შესრულებასა და კონტროლს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ანგარიშების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;
ო) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;
პ) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №129 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მისი დავალებით უზრუნველყოფს ცალკეულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად განხილვის პროცესის კოორდინირებასა და შესაბამისი წინადადებების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას.
ე) ახორციელებს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით წყვეტს მათი წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების საკითხს;
მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები
ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;
ე) პროტოკოლის დეპარტამენტი;
ვ) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი;
ზ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ი) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
კ) საფინანსო დეპარტამენტი.
7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგში – სტრუქტურული ერთეული):
ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; დ) პროტოკოლის დეპარტამენტი; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი; ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საფინანსო დეპარტამენტი; კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი. 2. ადმინისტრაციაში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შეიქმნას განყოფილება. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ.1. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) პრეზიდენტის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან პრეზიდენტის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის არქივის წარმოება;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
თ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
თ2) განცხადებების, წერილებისა და საჩივრების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
გ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის საშუალებებით;
დ1) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საზოგადოებრივი ღონისძიებების, საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების გაშუქება, აგრეთვე მათ დაგეგმვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
დ2) ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;
5. პროტოკოლის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში, ასევე საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების (მეუღლითურთ), საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების, საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების საქართველოში ოფიციალური, სამუშაო და გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონიები და სხვ.) ღონისძიებებში მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ა1) საზღვარგარეთ საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;ბ1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების (როგორებიც არის: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონია და სხვ.) ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში და ამ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;ე1) ვიზიტებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემასთან, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებული მასალის განხილვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) შეწყალების თაობაზე შუამდგომლობების განხილვა-დამუშავება, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებიდან მასალების გამოთხოვა და სხვა აუცილებელი მოქმედებების განხორციელება შეწყალების საქმეების მასალების შესაბამისი კომისიის სხდომაზე წარსადგენად;
ე) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეწყალების, საქართველოს მოქალაქეობასა და სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და რეგულირების თაობაზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მომზადება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეწყალების, საქართველოს მოქალაქეობისა და სახელმწიფო ჯილდოების საკითხებზე სტატისტიკის წარმოება, მისი ანალიზი, ტენდენციების გამოკვეთა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
კ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ა) საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ადმინისტრაციაში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტებისა და წერილების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;
ე) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება;
ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ განცხადებებსა და წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
თ) მოქალაქეთა მისაღების, ასევე ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ1) ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება; ვ) ადმინისტრაციაში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;ვ1) ადმინისტრაციიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატებისთვის დაგზავნა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა; თ) მოქალაქეთა მისაღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;ა) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეების (თანამშრომლები) თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, ასევე შვებულებისა და მივლინების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
დ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა;
ვ) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
თ) ადმინისტრაციაში სტაჟირების პროგრამის დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ი) ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დანერგვა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ვ1) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ი) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა; კ) შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ლ) ადმინისტრაციაში სტაჟირების განხორციელების ხელშეწყობა; მ) ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დანერგვა; ნ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ო) ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ჟ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.ბ) ადმინისტრაციის აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
გ) საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ხელშეკრულების პროექტის მომზადება, ასევე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ა1) ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;ბ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
გ) (ამოღებულია - 08.12.2015, №379);დ) (ამოღებულია - 08.12.2015, №379);
ვ1) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
ვ2) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ა) ადმინისტრაციის მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებების განაწილება, მართვა და ანგარიშგება;
გ) ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა;
დ) ადმინისტრაციის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისა და შესრულების ანალიზი, მისი შესრულების მიმდინარეობის ზედამხედველობა, მართვა და საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება;
ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი
ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ე1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 11. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა;დ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ. მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;
გ) თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კანდიდატურებს;
ბ) (ამოღებულია - 22.06.2017, №169);
გ) (ამოღებულია - 22.06.2017, №169);
ე) უნაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების თაობაზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია;
ვ1) ახორციელებს უშუალოდ დაქვემდებარებული მოხელის შეფასებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას. მუხლი 8. კომისიები და საბჭოები
1. ცალკეული საკითხების შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შექმნას კომისიები და საბჭოები.
2. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მათივე თანხმობით დანიშნოს პრეზიდენტის მრჩევლები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები და თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
3. (ამოღებულია - 22.06.2017, №169);
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №963
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 20 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
+
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი კონსტიტუციური ორგანო.
2. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103.
მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და/ან მომზადებას;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;
ზ) ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;
ი) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;
ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;
მ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებების შესრულებასა და კონტროლს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ანგარიშების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;
ო) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;
პ) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №129 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.
მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ახორციელებს ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას;
ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, წყვეტს სახელფასო დანამატის გაცემის საკითხს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ანიჭებს მოხელის კლასებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებთან;
დ) (ამოღებულია - 30.01.2018, №25);
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, წყვეტს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის ანაზღაურების წესს.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს.
5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში, ასევე იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;
გ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; მესამე პირებთან, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას გამოდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით;
დ) განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ე) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს.
7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №80 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 21 ივნისის ბრძანებულება №167 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №209 - ვებგვერდი, 27.07.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №221 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.
მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა🔗
1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგში – სტრუქტურული ერთეული):
ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;
დ) პროტოკოლის დეპარტამენტი;
ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი;
ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი;
ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ი) საფინანსო დეპარტამენტი;
კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.
2. ადმინისტრაციაში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შეიქმნას განყოფილება.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
1. (ამოღებულია - 22.06.2017, №169).
2. საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე;
ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად;
ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა;
ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და/ან მომზადება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენისათვის მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;
ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისათვის ან პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციისათვის წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;
ვ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციისათვის საქართველოს მთავრობაში წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;
ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციის უფროსისა და საპარლამენტო მდივნის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
თ2) განცხადებების, წერილებისა და საჩივრების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების, ბრძანებულებების, განკარგულებების, ბრძანებების, მისი განცხადებებისა და მიმართვების, ასევე ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება, პრესრელიზების, ანონსების გავრცელება, პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ბრიფინგების ორგანიზების უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებებით, კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
დ1) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საზოგადოებრივი ღონისძიებების, საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების გაშუქება, აგრეთვე მათ დაგეგმვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
დ2) ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;
ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
5. პროტოკოლის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის (მეუღლითურთ) სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ა1) საზღვარგარეთ საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ბ1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების (როგორებიც არის: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონია და სხვ.) ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში და ამ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
ე1) ვიზიტებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
6. დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;
დ) მსჯავრდებულის/სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თხოვნის განხილვა, შეწყალების საქმის შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება;
ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;
ვ) სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;
თ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ი) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოს/საპატიო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა;
ლ) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა; ადმინისტრაციაში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ადმინისტრაციაში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება, ადრესატებისათვის დაგზავნა და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ1) ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება;
ვ) ადმინისტრაციაში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;
ვ1) ადმინისტრაციიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატებისთვის დაგზავნა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
თ) მოქალაქეთა მისაღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;
ი) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
კ) საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება და საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;
ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
8. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
გ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართული კონკურსების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა წარდგენის, დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკურსების ორგანიზება;
ვ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩაბმულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა;
ვ1) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ი) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა;
კ) შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ადმინისტრაციაში სტაჟირების განხორციელების ხელშეწყობა;
მ) ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დანერგვა;
ნ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ჟ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
9. ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ა1) ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
გ) (ამოღებულია - 08.12.2015, №379);
დ) (ამოღებულია - 08.12.2015, №379);
ე) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
ვ) საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არასანქცირებული წვდომისაგან მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განახლება;
ვ1) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
ვ2) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
10. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ადმინისტრაციის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გადარიცხვა დანიშნულებისამებრ;
ე) წლიური საბიუჯეტო კანონით ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ათვისების შესახებ ინფორმაციის მომზადება ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად;
ე1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
11. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა;
დ1) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი🔗
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) (ამოღებულია - 22.06.2017, №169);
გ) (ამოღებულია - 22.06.2017, №169);
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უნაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და უზრუნველყოფს შესრულების კონტროლს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების თაობაზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია;
ვ1) ახორციელებს უშუალოდ დაქვემდებარებული მოხელის შეფასებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) წარადგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციის თანამშრომლები
ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 8. კომისიები და საბჭოები
1. ცალკეული საკითხების შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შექმნას კომისიები და საბჭოები.
2. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. (ამოღებულია - 22.06.2017, №169);
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“, №963, 19.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016900 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2144157-11/