ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
1
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
| ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
ერედვის მუნიციპალიტეტის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
+
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი. |
+
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ერედვის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილება ,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. |
+
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
+
ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი), ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. |
+
თავი I
სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
+
მუხლი 1.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება |
1.
ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); |
დ)
ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; |
ე)
მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; |
ვ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; |
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
+
მუხლი 2.
. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება |
1.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: |
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი; |
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში; |
ე)
რწმუნებული ცნობა ოჯახის სემადგენლობის შესახებ. |
3.
თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
+
მუხლი 3.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება |
1.
ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: სკრა, თელიანი, მეტეხი, ხურვალეთი, საქაშეთი), თითოეული კოტეჯზე
, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით.
|
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; |
ე)
ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; |
ვ)
საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. |
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
+
მუხლი 4.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული
ოჯახების დახმარება
|
1.
ერთჯერად კომუნალური გადასახების გადასახდელად 50 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
|
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; |
ე)
ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ. |
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“. |
+
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
+
მუხლი 5.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა |
1.
ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). |
2.
სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. |
3.
სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სამსახური ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. |
4.
სამსახურის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
+
მუხლი 6.
გადაწყვეტილების მიღება |
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №33, 19.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2147342-2/