ორგ. კოდი დასახელება 2012 წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა 2014 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის საკუთარი შემოსავლები წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12791,0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2537,7 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8793,3 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1460,0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9857,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2848,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
პროგრამით გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა–ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში გურბანოვის, სულხან–საბას, ნიზამის, ქიქოძის ქუჩების, გუდიაშვილის ქუჩის II მონაკვეთის, აზი ასლანოვის ქუჩის მონაკვეთის, 26 მაისის ქუჩა, კორპუსი №32 „ა“ და „ბ“, რუსთაველის ქუჩა XII შეს. „ბ“ და „გ“ , ნარიმანოვის ქუჩის ჩიხი X „ბ“ და სოფელ შაუმიანში შიდა გზის რეაბილიტაცია.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალმომარაგების, სარწყავი არხების, ქ. მარნეულის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ახალი ნაგავსაყრელის გამართული ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა.
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“–ს სუბსიდირება, აგრეთვე სოფელ ქეშალოში, ლეჯბადინსა და დამია–გეურარხში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით;
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებში და ქ.მარნეულში სარწყავი არხების რეაბილიტაცია, მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით;
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია;
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. მარნეულში ე.წ. #1 სამხედრო დასახლებაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების კეთილმოწყობა.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, აგრეთვე მაზნიაშვილის, წერეთლის, ხალილოვის, ჯავახიშვილის, ყაზბეგისა და ქობულეთის ქუჩებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება, დაგეგმილია ახალი ნაგვის ურნების და სპეც.მანქანის შეძენა.
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შ.პ.ს. „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“–ს სუბსიდირება, ნაგავსაყრელის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც აუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში საჭიროების მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება.
მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება, ავტოპარკის განახლების მიზნით დაგეგმილია ახალი ავტობუსების შეძენა.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ააიპ ''სკოლამდელი აღზრდის ცენტრის' სუბსიდირება არსებული საბავშვო ბაღების სასწავლო–აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით.
დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით), ზაფხულის საშვებულებო პერიოდის (ივლისი, აგვისტო) გარდა.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
საფეხბურთო კლუბი „ალგეთი“სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 1000-მდე სპორტსმენს;პროგრამის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია;
2014 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი, დაფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ალგეთი“, რომელიც იბრძვის საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
2014 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“, “სპორტული აკრობატიკის“, „ქართული ჭიდაობის“, „ძალისმიერი სამჭიდის“, „კრივის“, „კიკბოქსინგის“, „ტაიკვანდოს“, „ფეხბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 12 წლამდე და 16 წლამდე, „კალათბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 14 წლამდე და 18 წლამდე სექცია, რომელიც აერთიანებს 1000-მდე სპორტსმენს;
2014 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ალგეთი“, რომელიც იბრძვის საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მინი სტადიონის მშენებლობა და ჯანდარის დასახლებაში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ასევე პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას.
პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების დაფინანსება.
ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება: 6 კულტურის სახლი, 1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე, 6 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის 5,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია როგორც 2013 წლის ვალდებულება საახალწლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მარნეულში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას. აგრეთვე პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული შპს „ახალი მარნეულის“ დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი გაზეთის გამოშვებას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლების სულიერების ამაღლების მიზნით. ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აგრეთვე განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების შემოღობვა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების გაწევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი დახმარების გაწევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს კანონისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ორგ. კოდი დასახელება 2012 წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა 2014 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის საკუთარი შემოსავლები წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები“, №25, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016132 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2156553-8/