ორგ. კოდი დასახელება 2012წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა 2014 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელ მწიფო ბიუჯ ეტის ფონდე ბიდან გამო ყოფ ტრანს ფერები საკუ თარი შემო სავ ლები სახელ მწიფო ბიუჯ ეტის ფონდე ბიდან გამოყ ოფილი ტრანს ფერები საკუ თარი შემო სავ ლები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 462,5 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 900.0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5112,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 450,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 5,438.8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 1023.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 1073.7 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი სახით:
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70.0 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 50.0 ათასი ლარი;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი;
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახმეტის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, მათი შედეგების ლიკვიდაცია. მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს გამოძახების შემცირებას და გამოძახებაზე დროულად მისვლა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· სახანძრო-სამაშველო სამუშაოების დროული და ხარისხიანი წარმოება, მოსახლეობის და გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესება.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და სამედიცინო შემოწმებას გაივლის 200- მდე წვევამდელი.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის ქალაქის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· საქართველოს სამხედრო ძალების ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით უზრუნველყოფა;
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია და მოპირკეთება ასფალტო–ბეტონის საფარით.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება და ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული გზების ზრდა .2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. დასრულდება ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება
2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაციადა ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება დამატებითი ჭაბურღილების მოწყობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია. აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. სამუშაოების განსახორციელებლად საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
არსებული ქსელის შენარჩუნება 100%-ით.2.2.2 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
(პროგრამული კოდი 03 02 03)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა - პატრონობა, ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
განათებული ტერიტორიასაბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
არსებული ქსელის შენარჩუნება 100%-ით.2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატნა.მოხდება ძველი ნაგავსაყრელების უტილიზაცია და მარტივი ტიპის ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა,რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას.ყოველდღიურად იგვება ქალაქის ქუჩები ,სკვერები. განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ,ხოლო დიდთოვლობის შემთხვეაში ჭარბი თოვლისაგან განთავისუფლება .საჭიროებისამებრ სისტემეტიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული,როგორც რკინა-ბეტონის ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, დაცულია მოსახლეობის ჯანმრთელობა.საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის ზრდა.2.2.4. სანიაღვრე არხების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06)
საჭიროებისამებრ სისტემატიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული,როგორც რკინა-ბეტონის ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები.
2.2.5. სპეც ტექნიკის, ტრაქტორის რემონტისა და სათადარიგო ნაწილების შეძენა (პროგრამული კოდი 03 02 10).
გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის ტრაქტორის შეძენის, ტრაქტორის კაპიტალური შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.ასაკობრივი
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 37 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 1400 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა,ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა,შესაბამისი პროგრამების ,სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა. ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება.ერთ ბავშვზე თვეში საშუალოდ დაიხარჯება 28-30 ლარი.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
· გაუმჯობესებული სააღმზრდელო პირობები;
· ფიზიკურად ჯანმრთელი, სრულყოფილი, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული მომავალი თაობის აღზრდა.
· 37 საბავშვო ბაღი მოემსახურება 1400 ბავშვს ; დასაქმებული იქნება 296 ადამიანი, აქედან 60-მდე მასწავლებელი.
· 1000 ოჯახს შეუმცირდება ბავშვის აღზრდაზე დანახარჯი. გაიზრდება ქალების დასაქმების შესაძლებლობები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· მომავალი თაობის მზადყოფნა სკოლაში შესასვლელად.
· მოსწავლეთა და მშობელათა კმაყოფილების დონის ზრდა.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების ,მუზეუმების, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
4.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება ორი სპორტული სკოლა,ესენია: აიპ ,,ახმეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა’’ და აიპ ,, ზურაბ ზვიადაურის სახელობის სასპორტო სკოლა’’,სადაც ფუნქციონირებს ძიუდოს, თავისუფალი, ბერძნულ-რომაულის, მკლავჭიდის, ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, კრივის, კინბოქსის სექციები და აღნიშნულ სექციებში ჩართულია 725-მდე ბავშვი, აქედან 55-მდე გოგონაა.პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
· სპორტული ღონისძიებებისა და სრულყოფილი სასპორტო- საგანმანათლებლო ღონისძიებების ხელშეწყობა;
· მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი;
· ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმა;
· სპორტის სხვადასხვა სახეობებში ადგილობრივ და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობის ზრდა;
· სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექტორში ჩართული ახალგაზრდობის რაოდენობის ზრდა.
4.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის კულტურული აღზრდა და მათი ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებშიშედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურის სფეროში წარმატებების მიღწევა.
4.2.1.ა(ა)პ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხარჯები(პროგრამული კოდი 05 02 01)
მოხდება ადმინისტრაციის შესანახი ხარჯებისა და სხვადასახვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
4.2.2. ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02)
დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 8 ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 133688 ცალი წიგნი,საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
არსებული წიგნის ფონდის შენარჩუნება და განახლება მკითხველისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასაბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
მკითხველთა რაოდენობის ზრდა.4.2.3.კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 03)
დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლები(ქისტაურის,ოჟიოს, ქვ.ალვანის,ზ.ალვანის,მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ომალოს).
4.2.4.მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსებას.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი მუზეუმი:
1. რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმი,
2. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,
3. პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
აღნიშნული მუზეუმებისათვის სისტემეტიურად ხდება სამუზეუმო ექსპონატების მოძიება-მატება, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის ქრონოლოგიური პერიოდულობით დალაგება და კლასიფიკაცია.
4.2.5. ძეგლები (პროგრამული კოდი 05 02 05)
დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ეპოქის 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხარჯები.
4.2.6.მუსიკალური კოლექტივები(პროგრამული კოდი 05 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ბახტრიონი’’ და ანსამბლი ,,პანკისი’’, სამეჯლისო ანსამბლი ,,იმპრესია’’.
4.2.7.სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები.(პროგრამული კოდი 05 02 07)
პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ორი სახელოვნებო სკოლა ესენია:
აიპ ,, სამუსიკო სკოლების გაერთიენება’’, რომელსაც აქვს ფილიალები სოფლებში: მატანი, დუისი, ზ. ალვანი, ქვ. ალვანი,სადაც ირიცხება 202 მოსწავლე. სამუსიკო სკოლის მიზანია ეზიარონ ახალგაზრდები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს, მოხდეს მათი ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება,ასევე მოხდეს მუსიკალური ხელოვნების სფეროში ინდივიდუალური შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და შენარჩუნების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ასევე ხელი შეეწყობა ქართული ფოლკლორისა და ქართული სიმღერების შესწავლას. აიპ,, ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო, შემეცნებითი სკოლა’’ რომელიც ემსახურება მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას.სკოლა ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, სკოლაში არის სახელოვნებო და შემეცნებითი წრეები,როგორიცაა ხატვის, მათემატიკის, უცხოენების, ქართული ენის, ისტორიის ,ჭადრაკის, ცეკვის, თიხის და გამოყენებითი ხელოვნების .სკოლაში ირიცხება 230-240 ბავშვი. რადგანაც სწავლა უფასოა, მშობლებს ეძლევათ საშუალება გაწეული ეკონომიით მიღებული დანაზოგი წარმართონ ოჯახის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.ამ პროგრამაში 2014 წლისათვის გათვალისწინებულია უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვაც , რაც უზრუნველყოფს მათ მომავალი პროფესიული ცოდნით,რადგან ისინი გარდა ფსიქოლოგიური განტვირთისა შეისწავლიან რომელიმე პროფესიას,როგორიცაა კერვა, ქარგვა,თექის დამზაქდება, თიხის დამუშავება და ა.შ. რაც მათი შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.ამავე პროგრამაში შესაძლებელია ჩართული იყვნენ დიასახლისები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ დახმარებას და არც საპენსიო ასაკი აქვთ. აქ ისინი განერიდებიან მძიმე სოციალურ პრობლემებს და ასევე შეიძენენ განათლებას, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ნიჭიერი შემოქმედების აღმოჩენა-წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; გაუმჯობესდება ოჯახების სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა; მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავება და მეორადი პროფესიის შეძენასაბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
ჩატარებული სახელოვნებო კონცერტების, გამოფენების, ადგილობრივი ღონისძიებების რაოდენობა; ხელოვანთა მიღწევები სხვადასხვა ასპარეზზე და დადებითი გამოხმაურება მედიაში.4.3. საინფორმაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 05.03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი ,,ბახტრიონი’’.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
· მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალიტეტის საჭირბოროტო საკითხებზე.
· შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· აქტიური მოსახლეობა
4.4.ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
· ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდობის ზრდა.
4.5. აიპ ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია’’ (პროგრამული კოდი 05 06)
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია შეადგენს 31434 ჰექტარს და მოიცავს თუშეთისტერიტორიაზე არსებულ 48 სოფელსა და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს,ტყის ნაწილებს,გზებს.პროგრამის მიზანია თვითმყოფადი ისტორიულ- კულტურული გარემოს შენარჩუნება,ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე ეროზიული გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების დაცვა ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად სისტემეტიურად განხორციელდება თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია და წმენდა ნაშალისაგან. თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თუშეთში ახორციელებენ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებს როგორიცაა თუშეთში (სოფელ შენაქოში)სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტაცია,ეროზიული ტერიტორიების მართვა-გაკულტურება, სასოფლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
თვითმყოფადი ისტორიულ- კულტურული გარემოს შენარჩუნება, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა· მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ტურიზმისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
· მოსახლეობის კმაყოფილების დონის ამაღლება.
4.6 ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალური ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 10)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა -პატრონობისა და გამწვანების სამუშაოები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
· ტყე-პარკებისა და სასაფლაოების დაცვა
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· მოსახლეობის კმაყოფილების დონის ამაღლება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. პროგრამა მიმართულია მოსახლეობაში ინფექციური და არაინფექციური დაავადებებზე ზედამხედველობის,მათი გავრცელების შემცირების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის. ინფექციური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური და შედეგზე გათვლილი ღონისძიება არის იმუნიზაცია,რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ფუნქციას.ჩვენს რაიონში მეცხოველეობა არის ადამიანთა საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო, ამიტომ მოსახლეობაში გვხვდება ბრუცელოზის შემთხვევები,რაც საჭიროებს აქტიურ ეპიდზედამხედველობას, ვეტსამსახურის დროულ ჩართვას, ოჯახის წევრების ლაბორატორიულ კვლევას და მკურნალობის დროულ დაწყებას. ახმეტის რაიონში აღარ გვაქვს მალარიის შემთხვევები, მაგრამ არ ვართ დაზღვეული რომ დაავადებული ადამიანი შემოვიდეს სხვა ქვეყნიდან,სწორედ ამიტომ მალარიის პროგრამა მუშაობს ქვეყანაში და ამასთან ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფუნქციონირებს ლაბორატორია სადაც ხდება მალარიის ლაბორატორიული კვლევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ აგრეთვე ხორციელდება აქტიური ზედამხედველობა ტუბერკულოზის ყველა ახლადგამოვლენილ შემთხვევაზე. ერთ ერთი უმთავრესი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ არის ცოფთან ბრძოლის პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება წარმოებს ვეტსამსახურტან აქტიური თანამშრომლობის ფონზე ამასთან ერთად ცოფით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული დაავადების შესახებ.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
· მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· მოსახლეობის კმაყოფილება.
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისთვის ხელშეწყობა.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება.5.2.1 ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯები (06.02.01.)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას.
5.2.2 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (06.02.02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით,ხოლო უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისააღდგომოდ და საახალწლოდ მიიღებენ 50 ლარის ღირებულების სასურსათო კალათებს
5.2.3 ხანძრით ,მიწისძვრით და სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა (06.02.03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.
5.2.4 მოსახლეობის ტრანსპორტითმომსახურება(06.02.04)
ქვეპროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ყოველ კვირა დღეს ავტოტრანსპორტით უფასო მომსახურეობა გაეწიოს ილტოსა და პანკისის ხეობის მოსახლეობას.
5.2.5 ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანები სადღესასწაულოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით, გარდაცვლილი ომის ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ სარიტუალო ხარჯებისათვის თანხას 250 ლარის ოდენობით,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით
5.2.6 უმწეოთათვის უფასო სასდილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 150-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებას.
5.2.8.თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურების ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 08)
ქვეპროგრამის დანიშნულებაა ამინდის გაუარესების დროს შექმნილ უგზოობის პერიოდში ავიარეისით უფასო მომსახურეობა გაეწიოს თუშეთის მოსახლეობას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით:
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ორგ. კოდი დასახელება 2012წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა 2014 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელ მწიფო ბიუჯ ეტის ფონდე ბიდან გამო ყოფ ტრანს ფერები საკუ თარი შემო სავ ლები სახელ მწიფო ბიუჯ ეტის ფონდე ბიდან გამოყ ოფილი ტრანს ფერები საკუ თარი შემო სავ ლები“, №56, 26.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2157843-8/