თავი III — იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო).
2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა აირჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან.
4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.
5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.
6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია.
7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საბჭოს წევრად არჩეული პირების შემადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად განახლდება 1/3-ით.
9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ.
10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით.
11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.
13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4254 - ვებგვერდი, 01.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №415 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.
[მუხლი 10. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1374
- 02.04.2025 კანონი №415
- 22.02.2018 კანონი №1971
- 13.12.2013 კანონი №1779
- 25.02.2011 კანონი №4254
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. იურიდიული დახმარების საბჭო 1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო). 2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა აირჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან. 4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე. 5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას. 6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია. 7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. 8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საბჭოს წევრად არჩეული პირების შემადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად განახლდება 1/3-ით. 9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ. 10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით. 11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით. 12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. 13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 [მუხლი 10. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1103-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
სასამართლომ, ასევე, მოიხმო იმავე კანონის 10.1, 10.2 მუხლები და აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების საბჭო დაკომპლექტებულია სამართლისა და მართლმსაჯულების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან, რაც უზრუნველყოფს სამსახურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას.
- საქმე №330310116001337165 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
…დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება