1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.
თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2007).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.10.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება 1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები. თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-488(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ს.
- საქმე №ას-851-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2024
…სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისთვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. დასახელებული კანონის 7.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის…
- საქმე №110210019003153734 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 05.11.2019
…უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება