საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 12.02.2026
ნომერი
№995
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (93)

შემდგომი ცვლილებები (47)

წინა ცვლილებები (46)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №995

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით. 
+
მუხლი 2
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 დეკემბრის №1032 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №831 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
+



დანართი 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო 
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

1​1. ეს წესი შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. სამინისტროში სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კანონიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფისაკენ.

3. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

3​1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

4. (ამოღებულია - 17.04.2019, №31).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 18.05.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.04.2019წ. 


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტროს მოსამსახურე – პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურე – სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;

გ) პოლიციელი – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი;

დ) სამხედრო მოსამსახურე – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სამხედრო წოდება და დადებული აქვს სამხედრო ფიცი;

ე) საჯარო მოხელე – სამინისტროში დასაქმებული წოდების არმქონე საჯარო მოხელე;  

ვ) სამოქალაქო პირი – სსიპ-ში დასაქმებული წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა;

ზ) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამინისტროში ან სსიპ-ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად;

თ) დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება სამინისტროს ან სსიპ-ის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;

ი) სპეციალური შემოწმება – სამინისტროს სისტემაში მისაღებ/დასანიშნ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება/მოძიება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.


+
მუხლი 3. სამინისტროში სამსახურის გავლის პრინციპები 
1. სამინისტროში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.

2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განურჩევლად რასისა,  კანის ფერისა,  ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა.


+
მუხლი 4. სამინისტროს საშტატო განრიგი და საშტატო თანამდებობა 
1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სსიპ-ების საშტატო ერთეულთა ნუსხას.

2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას.

3. საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), ხოლო სსიპ-ების საშტატო განრიგს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით – სსიპ-ის ხელმძღვანელი.

5. სამინისტროს მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს:

ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის მოსამსახურის და სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურისა) - მინისტრი;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის შტატგარეშე მოსამსახურისა) - სსიპ-ის ხელმძღვანელი.

6. სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეებს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განუსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს  ან სსიპ-ის ხელმძღვანელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.


+
მუხლი 4​1. სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თანამდებობების რანგირება 
1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:

ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;

ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;

გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;

დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.

2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

ა) პასუხისმგებლობა;

ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;

გ) კომპეტენციები;

დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;

ე) სამუშაო გამოცდილება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობის მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის თანამდებობა;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;

დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ე)  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ვ)  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის  თანამდებობა;

თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;

ი) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილება განისაზღვრება საშტატო განრიგით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.


+
მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმა და სპეციალური ჟეტონი 
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროს მოსამსახურეები ატარებენ  სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. სამინისტროს მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი).

3. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (სპეციალური ჟეტონი) გამოყენების წესი განისაზღვრება პოლიციის ეთიკის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით.

4.  (ამოღებულია - 23.05.2014, N388). 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.


+
მუხლი 6. სამინისტროში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები 
სამინისტროში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და  სხვა ნორმატიული აქტები.  სსიპ-ში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძველია აგრეთვე სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტები.

+
მუხლი 7. სამინისტროს მოსამსახურეთა კომპეტენცია 
1. სამინისტროს მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა.

3. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.

4. სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს  უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

5. სამინისტროს მოსამსახურის მიერ  რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:

ა) სამინისტროს სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს ეკრძალება იმავე ან სხვა დაწესებულებაში შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება ან/და სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება;

ბ) სამინისტროს საჯარო  მოხელესა და სსიპ-ის სამოქალაქო პირს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში;

გ) შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სსიპ-ისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით.

6. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სამინისტროს მოსამსახურეთა შორის ურთიერთობები ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, დისციპლინას, სუბორდინაციას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, ნდობასა და ღირსებას.

8. პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ ან/და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარებისა ან/და გამოყენების უფლება აქვს სამინისტროს იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.

8​1. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სპეციალური მომზადების გავლის გარეშე.

9. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება  მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.


+
მუხლი 8. სამინისტროს მოსამსახურის უფლებები 
1. სამინისტროს მოსამსახურე,  მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს „პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა  ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში დადგენილი წესით;

დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე;

ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ვ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ბათილობის მიზნით;

ზ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;

თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.


+
მუხლი 9. სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობები 
1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს  მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;

დ) დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად.  

3. სამინისტროს მოსამსახურემ არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

4. სამინისტროს მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი და აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა და დაკითხვაზე მყოფ პირთა უსაფრთხოება.

5. სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურემ იძულების ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სამინისტროს მოსამსახურე უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს იძულების ღონისძიების განხორციელების შედეგად დაზიანებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

6. სამინისტროს მოსამსახურემ არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

7. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს  მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში.

8. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მინისტრის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

9. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

10. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა.

10​1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ჩააბაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ხოლო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა-ჩაბარების კონტროლი.

10​2.  ამ მუხლის 10​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ეკრძალება:

ა)  შემაკავებელი/დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემისას – შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  ვადით, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

11. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების  დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულება გამოიწვევს გარკვეული წინააღმდეგობას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სამინისტროს მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. სამინისტროს მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სამინისტროს მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 12.074.2018წ.


+
მუხლი 9​1. სამინისტროს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
1. სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

2. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი.

3. სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან.

4. სამინისტროს მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია.

5.  სამინისტროს მოსამსახურეთა ხელფასის ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სამინისტროს მოსამსახურის ხელფასის შემცირების საფუძველი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელფასი, დანამატი და კომპენსაცია  სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგოს დადგენა ხორციელდება აღნიშნული მოსამსახურის პირის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილებისა და მისი ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისას.

8. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება საშტატო განრიგით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ წესის 4​​1 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიისა და ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

9. სამინისტროს სისტემაში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.


+
მუხლი 10. განკარგულებები, რომელთა გაცემა იკრძალება 
1. ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალება) გაცემა, თუ იგი:

ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;

ბ) სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას;

გ) საჭიროებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია.

2. განკარგულების (დავალება) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების გამცემს ან/და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალება)  წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც ასევე წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების /დავალება/ გამცემს), თუ მათი შესრულება:

ა) მიმართულია მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ოჯახის წევრის წინააღმდეგ;

ბ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.


+
მუხლი 11. პროფესიული მომზადება 
1. სამინისტროს მოსამსახურეთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს:

ა) შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ მომზადებას, რომელშიც შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება და სამსახურის გავლის სხვადასხვა ეტაპზე მისი პერიოდული შემოწმება;

ბ) (ამოღებულია - 17.04.2019, №31);

2. სამინისტროს მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია), სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, სამინისტროს სხვა დანაყოფებში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სამინისტროს შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება. 

2​1. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის სამინისტროს მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას უზრუნველყოფს აკადემია, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული ნიშნის მიხედვით მომზადების ან/და გადამზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №200 - ვებგვერდი, 21.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №408 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 17.04.2019წ.


+
თავი II
სამსახურში მიღება

+
მუხლი 12. სამსახურში მიღების წესი 
1. სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

2. სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება ხდება სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის  წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის 4​1, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას ან/და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ბ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ან სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება;

დ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, გარდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა;

ე) მართლწესრიგის უფროსი ოფიცრისა და მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სპეციალური ან სამხედრო წოდებით, ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის მიმართაც.

4​1.  იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს სსიპ – დაცვის  პოლიციის  დეპარტამენტში (შემდგომში – დაცვის პოლიცია) დასაცავი ობიექტის საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს როგორც უმცროსი სპეციალური წოდებით, ასევე სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე სამოქალაქო პირად მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ საბაზო ზოგადი განათლება.

5. საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის (გარდა  დაცვის  პოლიციისა) ფუნქციის განმახორციელებელ  თანამდებობებზე  განყოფილების  უფროსის  თანამდებობის  ჩათვლით  შესაძლებელია  დაინიშნოს  სრული  ზოგადი  განათლების  მქონე  პირი.

6. სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი). თუ მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, ამ პუნქტის მიზნებისთვის, აღნიშნული თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობას წარმოადგენს ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია გამოძიების ფუნქციის განხორციელებასთან.

7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, მინისტრის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, თანამდებობაზე შეიძლება  დაინიშნოს:

ა) სრული ზოგადი განათლების მქონე პირი:

ა.ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ბ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.

ბ) პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მას გავლილი არ აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/კურსი.

შენიშვნა: პირის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღება არ არის  სავალდებულო წინამდებარე წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

8. საქართველოს მოქალაქეთა პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე მიიღებიან:

ა) სამხედრო წოდების მქონე პირები;

ბ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან;

გ) ქალები 18 წლის ასაკიდან.

10. სამხედრო სამსახურში მიღების შემდეგ, აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში.

11. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამინისტროს სამხედრო სამსახურში მიღების, მათ შორის, ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება, ხოლო ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსის გავლის შემთხვევაში – ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

12. სამხედრო რეზერვში მყოფ პირებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამინისტროში სამხედრო ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 7 თებერვლის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 19 მარტის ბრძანება №219- ვებგვერდი, 19.03.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №1031 - ვებგვერდი,  23.12.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 05.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 14.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.04.2019წ. 


+
მუხლი 13. საჯარო მოხელედ, სამოქალაქო პირად, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურედ სამსახურში მიღების წესი 
1. საშტატო ერთეულით გათვალისწინებული საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც  თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად  შეუძლიათ   დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

1​1. პირი დაცვის პოლიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით მიღებულ პირთან იმავე ვადით ფორმდება  შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის დამატებითი პირობები.

2. დამხმარე მოსამსახურედ და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ხოლო სსიპ-ებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის ან/და სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.

4. სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა (შემდგომში - ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) და აკადემიაში მოსამსახურეთა მიღება/თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება ასევე სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. სსიპ – სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) და დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 60 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი ).

6. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოსა და სსიპ-ის ხელმძღვანელი. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომითი ხელშეკრულება, როგორც წესი, უფორმდება 6 თვის ვადით.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის  2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის  2014  წლის 30 ივნისის ბრძანება №484 - ვებგვერდი, 01.07.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 მარტის ბრძანება N244 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.

საქართველოს შინაგან  საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №495 - ვებგვერდი, 05.09.2016წ.


+
მუხლი 14. გამოსაცდელი ვადა 
1. მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის  კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის  არადამაკმაყოფილებელი შედეგების  ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით  თავისუფლდება სამსახურიდან.

3​1. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:

ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება;

ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობისა.

6. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 26.10.2018წ.


+
მუხლი 15. სამინისტროში დანიშვნის/მიღების გაფორმება 
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში მიღება ფორმდება მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურში მიღების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირის სახელს, მამის სახელს და  გვარს;

ბ) მოქალაქის პირად ნომერს;

გ) შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის დასახელებას, რომელშიც  მიიღება/ინიშნება პირი;

დ) თანამდებობის დასახელებას;

ე) ფუნქცია-მოვალეობების აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შტატგარეშე მოსამსახურის შემთხვევაში);

ვ) მიღების თარიღს;

ზ) თანამდებობის დაკავების ვადას (ამოცანის შესრულების ვადა) – თუ პირი განსაზღვრული ვადით არის მიღებული;

თ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას – თუ პირი გამოსაცდელი ვადით არის მიღებული;

ი) საფუძველს.

3. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენება) სამართლებრივი აქტი.


+
მუხლი 16. სამსახურის ვადა 
1. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი   სამინისტროს მოსამსახურის  (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით;

გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;

დ) (ამოღებულია - 17.05.2017,№261);

ე)  დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №217- ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 18.05.2017წ.


+
მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა (ზღვრული ასაკი)
1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის ზღვრული ასაკია:

ა) რიგითების, კაპრალებისა და სერჟანტების შემადგენლობისთვის – 50 წელი;

ბ) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისთვის – 45 წელი;

გ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის:

გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

გ.ბ) პოლკოვნიკი – 55 წელი;

დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებისთვის – 60 წელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს  პოლკოვნიკამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

3. პოლკოვნიკის და უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.

4. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება გადადგომით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 30.09.2019წ.


+
მუხლი 18. პოლიციელთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. პოლიციელთათვის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.

2. (ამოღებულია - 13.11.2018, №128).

3. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 ივლისის ბრძანება N488 - ვებგვერდი, 07.07.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 14.11.2018წ.


+
მუხლი 18​1. დაცვის პოლიციის   სამოქალაქო პირების ასაკობრივი შეზღუდვა 
დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირებისათვის ზღვრული ასაკია 60 წელი.

შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაცვის პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე  მიღებულ/დანიშნულ სამოქალაქო პირებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 მარტის ბრძანება N244 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.


+
მუხლი 19. შეზღუდვები სამინისტროში მიღებისას 
1. სამინისტროში არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის  სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

ი) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამინისტროში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.


+
მუხლი 20. სამინისტროს მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა 
პირველადი სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭებისა და სამინისტროს პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. 

+
თავი III
სპეციალური კონკურსი

+
მუხლი 21. სპეციალური კონკურსის ორგანიზება
1. სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ამ მუხლის 11​​1 და 11​​2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1​1. პოლიციელად მისაღებ კანდიდატს არჩევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს. 

2. სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფენ შემდეგი მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისიები: 

ა) სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია;

ბ) (ამოღებულია - 20.04.2016წ. №200);

გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისია;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური  საკონკურსო კომისიები;

ე) სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები;

ვ) სამინისტროს ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია. 

3. სპეციალურ საკონკურსო კომისიებს (გარდა სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიებისა) ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 

4. სსიპ-ების სპეციალურ საკონკურსო კომისიებს ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელი.

5. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სპეციალური კონკურსის გამოცხადებისას სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიაში დამატებით ხმის უფლებით, არამუდმივ წევრად მონაწილეობს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი).

6. სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების (პოლიციელები), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (სამსახურის უფროსის მოადგილის ჩათვლით) და სსიპ-ების ხელმძღვანელების (უფროსი და მოადგილეები) თანამდებობაზე სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსების ჩატარებას.

7. (ამოღებულია - 20.04.2016წ. №200).

8. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისია  ორგანიზებას უწევს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების  (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსების ჩატარებას, გარდა ამ მუხლის 10​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების  (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას, გარდა ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

10. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სსიპ-ების მოსამსახურეების (პოლიციელები) თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

10​1. სამინისტროს ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

11. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.

11​​1. სპეციალური საკონკურსო კომისია ცალკეულ შემთხვევებში  სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სპეციალური კონკურსის წესით შეარჩიოს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოხელედ/სამოქალაქო პირად ან შტატგარეშე/დამხმარე მოსამსახურედ მისაღები პირი.

11​​​2. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისია ცალკეულ შემთხვევებში, სსიპ-ის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სპეციალური კონკურსის წესით  შეარჩიოს სსიპ-ში სამოქალაქო პირად ან შტატგარეშე/დამხმარე მოსამსახურედ მისაღები პირი.

12. სამინისტროს სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №200 - ვებგვერდი, 21.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №92 - ვებგვერდი, 20.08.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 01.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.


+
მუხლი 21​1. დროებითი სპეციალური საკონკურსო კომისია
განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია შექმნას დროებითი სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. დროებითი სპეციალური საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები პირი (მათ შორის, საჯარო მოხელე/სამოქალაქო პირი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 07.02.2018წ.


+
მუხლი 22. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ხმა. კომისიამ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს გამოკითხვის წესით.

2. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არსებობის შემთხვევაში გამოკითხვის ოქმი ან/და სხდომის ოქმი პირის თანამდებობაზე დანიშვნის (პოლიციაში მიღება) შემთხვევაში განთავსდება მის პირად საქმეში. 

3. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთი შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.

4. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კანდიდატის შეფასებისას იხელმძღვანელონ კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის პოლიციაში სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გენდერული თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ამ წესით აღიარებული სხვა პრინციპების დაცვით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი და თანმიმდევრული სტანდარტი ყველა კანდიდატთან მიმართებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.


+
მუხლი 23. სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველი
 

1. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას)  ვაკანტური ადგილის არსებობა.

2. სპეციალური საკონკურსო კომისიები სპეციალურ კონკურსს აცხადებენ შესაბამისი საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველზე. სპეციალური კონკურსის ჩატარების მიზნით:

ა) სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ბ) (ამოღებულია - 20.04.2016წ. №200);

გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს აღნიშნული დეპარტამენტის საკადრო დანაყოფი;

დ) სამინისტროს ტერიტორიულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (მთავარი სამმართველო) საკადრო დანაყოფი;

ე) სსიპ-ის სპეციალურ  საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის საკადრო დანაყოფი;

ვ) სამინისტროს ერთიან სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალურ საკონკურსო კომისიაში საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველია იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის  ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა. 

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის, სსიპ-ის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზების მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს დავალებას აძლევს მინისტრი ან/და შესაბამისი დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე. სსიპ – „112“-ისა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გამოცხადების მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მიმართავს შესაბამისი სსიპ-ის დირექტორი.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სათანადო მიმართვის/დავალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროში ან/და შესაბამის დანაყოფში არსებული ვითარების, სათანადო აუცილებლობის, კანონმდებლობის მოთხოვნების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მიმართვას/დავალებას თან უნდა დაერთოს ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ე“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

7. სპეციალური საკონკურსო კომისია  (მათ შორის, სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო) უფლებამოსილია, ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის თანახმად  წარდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დანაყოფისაგან მოითხოვოს დამატებითი დასაბუთება, ხოლო განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი განიხილოს სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე. დაინტერესებული დანაყოფის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს აღნიშნულ სხდომას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური საკონკურსო კომისია.

 

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №1031 - ვებგვერდი,  23.12.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №200 - ვებგვერდი, 21.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.


+
მუხლი 24. სპეციალური კონკურსის გამოცხადების წესი
1. სპეციალური საკონკურსო კომისია შესაბამისი საკადრო დანაყოფის მომართვის საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური კონკურსის გამოცხადებას.

2. სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს:

ა) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების (პოლიციელები), აგრეთვე სსიპ-ების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში;

ბ) სსიპ-ების ოფიციალურ ვებგვერდზე (თუ სსიპ-ებს თავისი ოფიციალური ვებგვერდი არა აქვს - სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე) - სსიპ-ების მოსამსახურეების (პოლიციელები) ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში.

3. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას; 

ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვ.);

გ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას;

ვ) სპეციალური საკონკურსო კომისიისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.


+
მუხლი 25. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა
1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ფორმის განცხადება (შემდგომში – აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის, როგორც წესი, ეძლევათ 10-დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან კონკურსის შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით, მითითებულ მისამართზე.

2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გაიარა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას);

ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაური, ცვლის უფროსი, ცვლის მეთაური, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის,  სამმართველოს უფროსის და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას).

2​1. (ამოღებულია - 12.07.2018, №79). 

3. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად პროგრამის/კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და აკადემიის მიერ მინიჭებული ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის დანართის, აგრეთვე  ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამავე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან (სამინისტროში ჩარიცხვიდან) არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ არაუგვიანეს 12 თვის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად მის აკადემიაში წარდგენას.

5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს.

6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთი და იგივე დანაყოფში აპლიკაცია წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.

7. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ სამინისტროს სისტემაში დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული სამინისტროს მოსამსახურე გადაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე.

8. სამინისტროს საჯარო მოხელის ან სამოქალაქო პირის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში,  მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე  თანამდებობაზე დაეკისრება დროებითი მოვალეობის შესრულება.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 მარტის ბრძანება N244 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 14.06.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 17.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.


+
მუხლი 26. სპეციალური კონკურსის ეტაპები
1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) ტესტირება (დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში);

გ) გასაუბრება;

დ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ე) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ვ) სპეციალური შემოწმება;

ზ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;

თ) პოლიციაში მიღება.

2. ამ წესის 21-ე მუხლის 11​​1 და 11​​2 პუნქტებით განსაზღვრულ  პირებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური  კონკურსის ეტაპი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება იმ დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი.

5. ამ  მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მათ არ გაუვლიათ.

6. ამ  მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.

7. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი სრულდება აპლიკაციების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა;

8. სპეციალური კონკურსის ტესტირების ეტაპი სრულდება აპლიკაციის გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

9. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ,  რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების ეტაპი სრულდება გონივრულ ვადაში. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას:

ა) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ;

ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი;

გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება;

დ) პირის პოლიციაში მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი  გარემოება.

10. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს  30 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში და სსიპ-ებში (გარდა სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა)  –  სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ბ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში – აღნიშნული სსიპ.

11. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია (გამოკითხვის წესით), ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის  შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი) მიღებიდან არა უმეტეს 10 დღის ვადაში  მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ გამოსაცდელი ვადით დანიშვნით ან მის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფს და კანდიდატს.

11​​1. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სამინისტროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს  შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.

12. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით, გარდა ამ წესის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებულ ვადაში შეიძლება მიმდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა  –  ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის  გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც სათანადო რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.

13. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც   სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა.

14. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება პოლიციაში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ საკონკურსო კომისიას გააცნობს შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი. სპეციალური საკონკურსო კომისიის   გადაწყვეტილება რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის  დანაყოფს და ეცნობება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირს.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 05.12.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №200 - ვებგვერდი, 21.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 18.05.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.04.2019წ. 


+
მუხლი 27. ჩაშლილი სპეციალური კონკურსი
სპეციალური კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან სპეციალური საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

+
თავი IV
თანამდებობრივი გადაადგილება, სამსახურებრივი გადაადგილება და მივლინება

+
მუხლი 28. თანამდებობრივი გადაადგილება 
1. სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;

ა​1) სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება);

ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ე) პირადი განცხადებით (პატაკი);

ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;

ვ​1) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად;

ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სამინისტროს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.

3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამინისტროს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების  და გამოცდილების გათვალისწინებით.

4. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება მინისტრის ან  უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელეტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.

5. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება  შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.

6. თანამდებობა ტოლფასია, თუ:

ა) დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის იდენტურ დასახელებას;

ბ) დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. სამინისტროს მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანება N269 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №391 - ვებგვერდი,18.07.2016წ.


+
მუხლი 29. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე (მივლენა)
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე  უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ:

ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან  სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა;

ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სამინისტროს მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.

2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით.

3. სამინისტროს მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯები შესაძლოა აუნაზღაურდეს მხოლოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას სამსახურებრივი გადაადგილებისას.


+
მუხლი 29​1. სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფის ოპერატიულ მართვაში გადაცემა
1. სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შეიძლება  ოპერატიულ მართვაში გადაეცეს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა დანაყოფს, აღნიშნული დანაყოფის ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ოპერატიულ მართვაში გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებით უნდა განისაზღვროს:

ა) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი და მიმღები დანაყოფების დასახელება;

ბ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილება;

გ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მოქმედების ფარგლები  (არეალი);

დ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მართვის, ლოჯისტიკისა და სხვა საკითხები.

2. ოპერატიულ მართვაში გადაცემის დროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთი  დანაყოფი გადადის სამინისტროს სისტემაში შემავალი მეორე დანაყოფის დაქვემდებარებაში და ასრულებს ამ დანაყოფის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრულ  კონკრეტულ ამოცანებსა და დავალებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 05.12.2014წ.


+
მუხლი 30. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება
1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია:

ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;

ბ) ამავე დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 5 თვით კალენდარული წლის განმავლობაში. 

3​1. მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

4. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №1031 - ვებგვერდი,  23.12.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი,  20.09.2018წ.


+
მუხლი 31. სამსახურებრივი მივლინება 
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში - სათანადო პატაკის/მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო  ღონისძიებისა.

2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.

3. მოსამსახურის  მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ.

4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.


+
თავი V
სამინისტროს მოსამსახურის  სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

+
მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება 
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:

ა) სამინისტროს მოსამსახურის წერილობითი პატაკის საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არა უმეტეს 5 დღისა);

ბ) შვებულების დროს;

გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;

დ​1) სამინისტროს მოსამსახურისთვის აკადემიაში მსმენელის სტატუსის შეჩერების გამო;

ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში;

ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი.  მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.

4. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.

5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, „დ​1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 მაისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 17.05.2019წ.


+
მუხლი 33. თანამდებობიდან დროებით გადაყენება 
1. სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს  გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2.  თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე,  ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.


+
მუხლი 34. პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის  კადრების განკარგულებაში აყვანა
1. პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე  და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც.

4. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი  განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს  ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.

6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება სამინისტროს კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.

7. (ამოღებულია - 02.09.2016, №495).

8. 2 დღეზე მეტი ვადით  კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

შენიშვნა:

კადრების განკარგულებაში აყვანა არ ვრცელდება დაცვის პოლიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნულ პირზე, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №217- ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 30 ივნისის ბრძანება №484 - ვებგვერდი, 01.07.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №391 - ვებგვერდი,18.07.2016წ.

საქართველოს შინაგან  საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №495 - ვებგვერდი, 05.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 26.10.2018წ.


+
მუხლი 35. სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები 
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო;

თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;

კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 

ნ) გარდაცვალების გამო;

ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას;

ო​1) მოსამსახურის შეფასებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თუ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის დამტკიცებული მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის გათავისუფლებას/მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;

პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;

პ​1) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული პირის  დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო;

ჟ) ( ამოღებულია - 17.05.2017,№261 );

რ) (ამოღებულია - 07.02.2014, №102);

ს) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა  „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებისა.

4. სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №391 - ვებგვერდი,18.07.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 18.05.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.


+
მუხლი 36. დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე 
1. სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს  სახელმწიფო ინტერსებს.

2. განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს ერთი თვისა, უარის განცხადების დღიდან.   


+
მუხლი 37. დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო 
 კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის  დათხოვნა სამინისტროდან. 

+
მუხლი 38. დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო 
სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი, ასევე დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 მარტის ბრძანება N244 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.


+
მუხლი 39. დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო 
1. სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდება დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად იყო მიღებული  გარკვეული ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.

3. განსაზღვრული ვადით მიღებული პირის გათავისუფლება არ ხდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.


+
მუხლი 40. დათხოვნა  წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო 
სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირი, მისივე თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.

+
მუხლი 41. დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის
1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

1​1. სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად მიატოვებს სამსახურს 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით, სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვლება თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან.

2. დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეთა დათხოვნის საკითხებს აწესრიგებს სამინისტროს დისციპლინური წესდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.


+
მუხლი 42. დათხოვნა  კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. 

+
მუხლი 43. სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტით  გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო,  ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.

+
მუხლი 44. დათხოვნა  მოქალაქეობის შეცვლის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ, თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. 

+
მუხლი 45. დათხოვნა  სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით 
1. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან.


+
მუხლი 46. დათხოვნა  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 
1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

2. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნაში  მითითებული დღიდან.

 


+
მუხლი 47. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო 
 სამინისტროს მოსამსახურეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. 

+
მუხლი 48. გათავისუფლება გარდაცვალების გამო 
სამინისტროს მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. 

+
მუხლი 49. დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ეს წესი ან მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის  დათხოვნას ასეთ შემთხვევებში.

 

    მუხლი 49​1. გათავისუფლება მოსამსახურეთა შეფასებიდან გამომდინარე

სამინისტროს მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოსამსახურეთა შეფასებისას მიღებული  უარყოფითი შედეგის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №391 - ვებგვერდი,18.07.2016წ.


+
მუხლი 50. დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების   გამო
გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.


+
მუხლი 50​1. სამსახურიდან დათხოვნა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული პირის დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო
ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული პირი დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში პირის შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.


+
მუხლი 51.  ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მაისის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 18.05.2017წ.

+
მუხლი 52. (ამოღებულია - 07.02.2014, №102)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

+
თავი VI
ატესტაცია, კონკურსი და სტაჟირება

+
მუხლი 53. სტაჟირება და პრაქტიკა 
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სამინისტროში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.

2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.

3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე სამინისტრო უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას.

4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. 


+
მუხლი 54. კონკურსი და ატესტაცია 
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სამინისტროში ან სსიპ-ში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

2. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

3. კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 


+
თავი VII
წოდებების მინიჭება

+
მუხლი 55. სამინისტროს მოსამსახურეთა შემადგენლობა და წოდებები 
1. კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში დაწესებულია სპეციალური და სამხედრო წოდებები.

2. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება (მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.

4. წოდებების მინიჭება:

ა) პირველად და მორიგ სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) უმაღლეს სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურეს ენიჭება  ლეიტენანტის სამხედრო ან უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.

6. სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებისთვის განათლების ცენზი დადგენილია ამ წესის მე-12 მუხლით.

6​1. უფროსი და უმაღლესი სპეციალური, ასევე უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს .

7 სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირებს.

8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.


+
მუხლი 56. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას
1. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება,  პირს ენიჭება  პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

2. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სამხედრო წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდებით.  

4. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამინისტროში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.

5. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, მაშინ მას სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა). მორიგ წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

6. დათხოვნისას სამინისტროს მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური და სამხედრო წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №663 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.


+
მუხლი 57. სამინისტროს მოსამსახურეთა მორიგი წოდებები 
1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.

2. სამინისტროს მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.

3. მორიგი სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა,  მორიგი წოდება არ მიენიჭება.

5. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში პოლიციელს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

6. უკანონოდ გათავისუფლებულ პოლიციელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.  

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 26.10.2018წ.


+
მუხლი 58. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად 
1. ყოველი სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამინისტროში სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა,  გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. საომარი მდგომარეობის დროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები  მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

4. უმაღლესი სპეციალური ან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინისტრის წარდგინებით.

5. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი სამინისტროს მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.


+
მუხლი 59. წოდებების ვადამდე მინიჭება 
1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

2. (ამოღებულია - 30.05.2019, №43).

3. ვადამდე სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. სპეციალური და სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:

ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;

ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;

გ) საბრძოლო მომზადებისას ან საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისას შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი და თავდადება;

დ) სამინისტროს მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა, მათ შორის, სამხედრო სამსახურის სანიმუშოდ შესრულება.

5. წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.

საქართველოს  შინაგან საქმეთა  მინისტრის   2014  წლის 21 იანვრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №669 - ვებგვერდი, 01.12.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 30.09.2019წ.


+
მუხლი 60. წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა 
1. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

2. გამართლების შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური ან სამხედრო წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.

3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.  

4. დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია მხოლოდ მინისტრს.

5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, წოდების აღდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.

 


+
თავი VIII
სამსახურის გავლის პირობები

+
მუხლი 61. სამინისტროს შინაგანაწესი 
1. სამინისტროს ერთიან შინაგანაწესს ადგენს მინისტრი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები შესაბამის შინაგანაწესს განსაზღვრავენ საქმიანობის განსხვავებული თავისებურების და სპეციფიკის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთიანი შინაგანაწესის შესაბამისად.

3. სსიპ-ის შინაგანაწესს განსაზღვრავს სსიპ-ის  ხელმძღვანელი.


+
მუხლი 62. სამუშაო დრო 
1. სამინისტროს მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 

2. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით. 


+
მუხლი 63. შვებულება 
1. სამინისტროს მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი  შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.  შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად.

2. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის - 40 კალენდარული დღით.

3. სამინისტროს მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამინისტროს მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით.

5. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

6. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი. იმ დანაყოფებში, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, დაუშვებელია ერთდროულად პირადი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი მოსამსახურის შვებულებაში გაშვება. 

7. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე წელს.

8. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.

9. შვებულების გაფორმება ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებზე. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №1031 - ვებგვერდი,  23.12.2014წ.


+
მუხლი 64. მოკლევადიანი შვებულება 
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სამინისტროს მოსამსახურეს  შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში.  

+
მუხლი 65. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
1. სამინისტროს მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. 

2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენას ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.

3.  დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური  შვებულების ანგარიშში.


+
მუხლი 66. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და  ბავშვის მოვლის გამო
1. მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სამინისტროს მოსამსახურე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.


+
მუხლი 67. სოციალური უზრუნველყოფა 
მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება კანონმდებლობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

+
მუხლი 68. სამსახურში და წოდების აღდგენის საფუძვლები 
1. სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება.

2. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

3. აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.


+
მუხლი 69. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს 
1. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელშემშლელი გარემოება.

2. სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სამინისტროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.

3.  საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამინისტრო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლის დროსაც:

ა) უფლებამოსილ პირს შეუძლია არ დააკმაყოფილოს მოსამსახურის პატაკი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე;

ბ) წყდება ყველა სახის შვებულება (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა).


+
მუხლი 70. სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისება და დიციპლინური პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდებით.

2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს მინისტრი.


+
თავი IX
სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ

+
მუხლი 71. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები
1. მინისტრის ბრძანებით (მათ შორის თანამდებობრივი გადაადგილებისას) თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ხოლო სსიპ-ების ხელმძღვანელების მოადგილეები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს  მინისტრის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, პირველადი და მორიგი სამხედრო ან სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო ან სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება ხდება მინისტრის ბრძანებით, თუ ამ წესითა და  საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ წესის 74-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 30.09.2019წ.


+
მუხლი 72. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №200 - ვებგვერდი, 21.04.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.


+
მუხლი 73. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.

+
მუხლი 74. სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით
1. სსიპ-ის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნას,  თანამდებობიდან გათავისუფლებას, კადრების განკარგულებაში აყვანასა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების დადება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ-ის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, კადრების განკარგულებაში აყავს და კადრების განკარგულებიდან დაითხოვს მინისტრი.

2. (ამოღებულია - 21.11.2018, №132).

3. დაცვის პოლიციაში ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, პირველად უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს მინისტრი.
4. დაცვის პოლიციაში მოსამსახურეს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო სხვა სპეციალურ წოდებებს – მინისტრი.

5. დამატებით მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაცვის პოლიციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, განსაზღვრავს მინისტრი. სპეციალური წოდების მქონე დაცვის პოლიციის მოსამსახურე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს, ექვემდებარება თანამდებობრივ გადაადგილებას ან სამსახურიდან დათხოვნას.

6. (ამოღებულია - 21.11.2018, №132).

საქართველოს შინაგან  საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №495 - ვებგვერდი, 05.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.


+
თავი X
 სამინისტროში ზოგიერთ თანამდებობაზე სამსახურში მიღების, გადაადგილების, დაწინაურებისა და  გადამზადების საკითხების მოწესრიგების  წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 მარტის ბრძანება N244 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.


+
მუხლი 75. ცალკეული თანამდებობებისთვის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი
1. პირის სამსახურში მიღებისას ამ მუხლისა და ამ წესის 76-ე მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ინიშნება შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე:

ა) დეტექტივ-გამომძიებელი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, უფროსი დეტექტივი და დეტექტივი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი და გამომძიებელი;

გ)  სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი/უფროსი გამომძიებელი/განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ათმეთაური, უფროსი პატრულ-ინსპექტორი, პატრულ-ინსპექტორი, უფროსი პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორი და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი;

დ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი და მართლწესრიგის ოფიცერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირის სამსახურში მიღებისას ამ წესით დადგენილი პროცედურები და მოთხოვნები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ წესის 76-ე მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ 18 წლის ასაკს მიღწეულ ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს  პოლიციაში სამსახურის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციის მიღება და გადარჩევა;

ბ) ტესტირება;

გ) გასაუბრება;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ე) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ვ) სპეციალური შემოწმება.

5. პირის პიროვნული და პროფესიული კეთილსინდისიერების, საქმიანი და მორალური რეპუტაციის, მისი წარსული საქმიანობის პოლიციელის თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხორციელდება მისი სპეციალური შემოწმება.

6. კანდიდატის შეფასება ხორციელდება სპეციალური კონკურსის ეტაპების შედეგებისა და სპეციალური შემოწმების დროს მოძიებული ინფორმაციის სამართლიანი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

7. კონკურსის ეტაპების გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი, ან სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.

9. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისიის ან აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მტკიცდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.

10. თითოეული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე გონივრულ ვადაში. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის შესახებ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის გადალახვის შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მიერ.

11. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება.

12. სპეციალური კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას კანდიდატის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ, რომელსაც კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით სპეციალური საკონკურსო კომისია წარუდგენს მინისტრს ან პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე სხვა პირს. 

13. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სამინისტროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს  შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 05.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.04.2019წ. 


+
მუხლი 76. ცალკეულ თანამდებობაზე  გამოსაცდელი ვადით დანიშვნა
1. ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ პირს, მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის სხვა პირი ნიშნავს  გამოსაცდელი ვადით.

2. პირი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემდეგ დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს უკვე მინიჭებული აქვს სხვა  სპეციალური ან სამხედრო წოდება.

3. გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე პირი სამინისტროს აკადემიაში ირიცხება სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. გამოსაცდელი ვადა, რომელიც ასევე მოიცავს პროფესიული სწავლების პერიოდს, არ აღემატება 1 წელს.

5. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის (ფულადი სარგო) ნახევარს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს (ფულადი სარგო). გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირი არ იღებს დანამატებს.

5​1. (ამოღებულია - 27.11.2018, №134).

5​2. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.

6. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლისგან, სპეციალური კონკურსის შედეგების გათვალისწინებით,  თავისუფლდება:

ა) პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალიზაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ)   სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, რომლის დათხოვნიდან გასული არ არის 3 წელი და სამსახურში მიღებული იყო ამ წესის 75-ე და ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სპეციალური კონკურსის შედეგების გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

8. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს,  პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ირიცხება სპეციალური გადამზადების ხანმოკლე კურსზე.

9. პირის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური გადამზადების კურსის ან გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად გავლა წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

10. პირი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ინიშნება განუსაზღვრელი ვადით და ენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის საშუალო სპეციალური წოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს უკვე მინიჭებული აქვს სხვა უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №134 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.04.2019წ.


+
მუხლი 77. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებისას
1. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისთვის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისთვის, უფროსი დეტექტივისთვის, დეტექტივისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

2. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს მართლწესრიგის ოფიცრისათვის ან/და მართლწესრიგის უფროსი ოფიცრისათვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

3. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს დეტექტივ-გამომძიებლისთვის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლისთვის, გამომძიებლისთვის/უფროსი გამომძიებლისთვის ან/და  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე  დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

4. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

5. იმ კურსების ჩამონათვალი, რომელთა გავლის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ამ მუხლის შესაბამისად თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან, განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისას არ ვრცელდება ამ წესის 75-ე და 76-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 05.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.04.2019წ.

 

მუხლი 77​1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა გადამზადება

1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ის მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ გადის შესაბამის გადამზადების კურსს აკადემიაში. 

2. ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე დანიშნული მოსამსახურე ამ მუხლით დადგენილი წესით გადამზადდება აღნიშნული მოსამსახურის მიერ შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის შემდეგ.   

3. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან კოორდინაციით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეს  მისი კვალიფიკაციის, ნამსახურობის ვადისა და გამოცდილების გათვალისწინებით გონივრულ ვადაში წარუდგენს აკადემიას შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის მიზნით.

4. გადამზადების კურსის გავლის მიზნით მოსამსახურეს აქვს შესაბამის გამოცდაზე ორჯერ გასვლის უფლება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული გადამზადების კურსის პროგრამას, მისი გავლის წესსა და შეფასების კრიტერიუმებს, სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და მისი სპეციფიკის გათვალისწინების საფუძველზე, ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

6. კურსის დასრულების შესახებ გამოიცემა აკადემიის რექტორის ბრძანება და შედეგები ეცნობება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

7. მოსამსახურეს, რომელმაც წარმატებით გაიარა შესაბამისი გადამზადების კურსი გადაეცემა სერტიფიკატი.

8. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.


+
მუხლი 78. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გავლა
1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას), ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცმეთაურის, ცვლის უფროსის,  ცვლის მეთაურის, განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას) დასაწინაურებელმა პირმა (მათ შორის, მოქალაქე) აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი. დაწინაურების კურსზე ჩასარიცხად დასაწინაურებელმა პირმა უნდა გაიაროს შესარჩევი ტესტირება.

2. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კურსზე კანდიდატი შეიძლება წარდგენილ იქნეს დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ან დანაყოფის მოსამსახურის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გზით. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შესაბამის დანაყოფთან და აკადემიასთან შეთანხმებით ეტაპობრივად წარადგენს აღნიშნულ კანდიდატებს აკადემიაში.

3. აკადემიამ ამ მუხლით განსაზღვრული კურსების დასრულების შესახებ ბრძანება  უნდა წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

4. დასაწინაურებელი პირის მიერ შესარჩევი ტესტირების (ტესტირების შემთხვევაში ვერ გადალახავს მინისტრის მიერ დადგენილ გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს) ან დაწინაურების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში წყდება მისი ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე თანამდებობრივი დაწინაურების საკითხის განხილვა. ამ პირის იმავე კურსზე აკადემიაში ხელახლა წარდგენა დაუშვებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან 6 თვის განმავლობაში. პირის ხელახალი წარდგენისას კვლავ უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია მისი წარდგენა უარყოფითი შედეგების დადგომიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში. 

5. თანამდებობრივი დაწინაურების კანდიდატი, რომელსაც ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსი გავლილი აქვს წარმატებით, შემდგომში დაწინაურებისას არ ექვემდებარება  აღნიშნული კურსის  გავლას.  

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში დასაქმებულ პოლიციის ატაშეზე/მეკავშირე ოფიცერზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 12.09.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 14.06.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 17.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 12 ივნისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 13.06.2019წ.


+
მუხლი 79. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება ან დაწინაურება
1. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება ან დაწინაურება, ამ ბრძანებით გათვალისწინებული კურსების ან სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის გარეშე, დასაშვებია მინისტრის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში სათანადო წარდგინებას უზრუნველყოფს სამინისტროს იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც ინიშნება პირი ან ხორციელდება მისი თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება.

3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სამინისტროს დანაყოფიდან მიღებული წარდგინების საფუძველზე, საკითხს შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მინისტრს.

4. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  თანამდებობაზე   დანიშნული პირი  დანიშვნიდან  არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც თავის მხრივ, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში უზრუნველყოფს მის აკადემიაში წარდგენას შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გასავლელად. 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი დაითხოვება სამსახურიდან ან პირადი განცხადებით/პატაკით აიყვანება კადრების განკარგულებაში, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 25.09.2018წ.


+
მუხლი 80. საგანმანათლებლო პროგრამის/კურსის გაცდენა საპატიო მიზეზით
1. შესაბამისი პროგრამის/კურსის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მოქმედებს აკადემიაში დადგენილი წესი.

2. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც  აკადემიაში საპატიო მიზეზის გამო ვერ გაივლის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსს, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ხელახლა წარადგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც თავის მხრივ, აკადემიასთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის აკადემიაში წარდგენას შესაბამისი პროგრამის/კურსის გასავლელად.

3. სამინისტროს მოსამსახურის ავადმყოფობისას, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელმა იგი შეიძლება ხელახლა წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვით ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი), სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 მაისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 17.05.2019წ.


+
მუხლი 81. სპეციალური დებულებები  
1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში:

ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე  მათი მოადგილეები), დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის, უფროსი დეტექტივის, დეტექტივის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ა.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი  მოსამსახურის უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა დეტექტივ-გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობისა;

ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:

ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურის, ცვლის უფროსის და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო ან/და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობებისა;

გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას;

დ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს სამინისტროს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის შემთხვევაში, როდესაც იგი ხელახლა ინიშნება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე.

2. თუ მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, ამ მუხლის მიზნებისთვის, აღნიშნული თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობას წარმოადგენს ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია გამოძიების ფუნქციის განხორციელებასთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 14.06.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 05.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.04.2019წ.


+
თავი XI
გარდამავალი დებულებები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.


+
მუხლი 82. გარდამავალი დებულებები
1. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით 2020 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2018 წლის 12 ივლისის მდგომარეობით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო ამ წესის 50​​1 მუხლის შესაბამისად. მოსამსახურე შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პირადი განცხადებით/პატაკით აიყვანება კადრების განკარგულებაში ან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად დაითხოვება სამსახურიდან.

2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდება ამ წესის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, თუ მან 2015 წლის 2 აპრილამდე აკადემიაში გაიარა შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებისთვის დადგენილი სპეციალური გადამზადების კურსი. 

3. 2017 წლის 15 ივნისიდან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით ეტაპობრივად უზრუნველყონ ამ წესის 77​​1 მუხლით გათვალისწინებული გადამზადების კურსის დაწყება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.

4. 2018 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს შესაბამისი ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით ეტაპობრივად უზრუნველყონ ამ წესის 77​​1 მუხლით გათვალისწინებული გადამზადების კურსის დაწყება ოპერატიული ქვედანაყოფის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად. 

5. კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების/გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა შერჩევის მიზნით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განხორციელებული ღონისძიებები ჩაითვალოს სპეციალურ კონკურსად, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირები დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სპეციალურ კონკურსად ჩაითვლება ასევე აღნიშნული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა შერჩევის მიზნით ჩატარებული  ის ღონისძიებები, რომელიც 2018 წლის 1 სექტემბრამდე შემოტანილი განცხადების (აპლიკაციის) საფუძველზე განხორციელდება 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

6. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით 2018 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული/დაწყებული ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის 75-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ კონკურსად, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პირები დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც 2018 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით გავლილი არ აქვს ტესტირების ან გასაუბრების ეტაპი.

7. ამ წესის 76-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური გადამზადების ხანმოკლე კურსის გავლა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ გაიარეს შესაბამისი სპეციალიზაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 14.06.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 14.06.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 17.07.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №87 - ვებგვერდი,03.08.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 25.09.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №995, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016246 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2161567-46/