თავი II — საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება:
ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება;
ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.
4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნებიმოთხოვნები1. 1. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს. 2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე. 3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება: ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება; ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს. 4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.მოთხოვნებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება