თავი II — საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
2. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.
3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
4. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
5. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.
7. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დადასტურებისა და მისი მართლზომიერებისათვის მთლიანად პასუხისმგებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინსპექტირების ცენტრი.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე მართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით.
10. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საქართველოს საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით, ბრძანებით ამტკიცებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესს.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4334 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4334
- 23.12.2017 კანონი №1913
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაინსპექტირება1. 1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი). 2. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად. 3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. 4. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 5. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. 7. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დადასტურებისა და მისი მართლზომიერებისათვის მთლიანად პასუხისმგებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინსპექტირების ცენტრი. 8. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე მართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით. 10. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საქართველოს საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით, ბრძანებით ამტკიცებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-59(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2025
მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველ პუნქტის, 84 მუხლის მე-4 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის, მე-10 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის, და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესზე მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მომსახურების საააგენტოს 05.08.2018 წლის N1885185 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობი საფუძველი.
- საქმე №ბს-588(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით კანონმდებელი ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით…
- საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
მოსარჩელის განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განისაზღვრა საქართველოს მთავრობისა და სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის…
- საქმე №ას-938-878-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2017
კასატორმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2006 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლზე, ამავე კანონის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის #150 ბრძანების მე-10, მე-11 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეძენის დროს და შემდგომ პერიოდშიც, საქართველოს კანონმდებლობა ავტომობილებზე საკუთრების უფლების, შესაბამის ორგანოში, სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებდა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
- საქმე №330310019003094072 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.11.2019
ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში – დაინტერესებული პირები). ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით…
- საქმე №330310018002736150 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება