თავი II — საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება;
ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება;
ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაუზრუნველყოფასაგზაო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება; ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა; დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება; ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით; ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.კონტროლი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1475-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს იმ ამომწურავ საგამონაკლისო დათქმებს, რომელთა შემთხვევაშიც არ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება (მე-2 მუხლის „მ“ პუნქტი და მე-6 მუხლი), რაც მოიწონა სადაზღვევო კომპანიამ და აისახა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.11-8.16 პუნქტებში. მათ შორისაა მძღოლის განზრახი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი.
- საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
…უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული კანონის მე-6 მუხლით განმტკიცებულია აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები, მათ შორისაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის…
- საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
…უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული კანონის მე-6 მუხლით განმტკიცებულია აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები, მათ შორისაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის…
- საქმე №080100117001973175 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
სამოტივაციო ნაწილი: სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ( მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ( მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
- საქმე №080100119002929515 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
…წინამდებარე ტერიტორიაზე, გ----------–----–---–ი მართავდა „მერსედეს-ბენცის“ მოდელის სანომრე ნიშნით R-------- ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33, 2 და 33, 6 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითს ა-----–----–---–---ს. საგზაო-სატრასნპორტო შემთხვევამ გამოიწივა ა-----–----–---–---ის სიცოცხლის მოსპობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება