2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობენ საგზაო მოძრაობაში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ კანონის მიზნებისათვის საგზაო მოძრაობად არ მიიჩნევა მოძრაობა:
ა) იმ გზაზე, რომელიც უფლებამოსილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით სპორტული ან მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად დროებით დახურულია საგზაო მოძრაობისათვის;
ბ) საგზაო მოძრაობისათვის მუდმივად დახურულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებებით სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფეროსფერო1. 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობენ საგზაო მოძრაობაში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ამ კანონის მიზნებისათვის საგზაო მოძრაობად არ მიიჩნევა მოძრაობა: ა) იმ გზაზე, რომელიც უფლებამოსილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით სპორტული ან მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად დროებით დახურულია საგზაო მოძრაობისათვის; ბ) საგზაო მოძრაობისათვის მუდმივად დახურულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებებით სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად.ჩასატარებლად
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
ყადაღის დადების დროს მოქმედი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, ამავე კანონის 1.1 მუხლიდან გამომდინარე, ასევე საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში განიხილება იმგვარად, რომ კანონით რაიმე დამატებითი წინაპირობა ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ დადგენილა (სუსგ 05.12.2014წ.
- საქმე №2კ-508აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2019
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოცემული კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს ამ კანონის რეგულირების…
- საქმე №ას-658-625-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2014
საკასაციო პალატა დამატებით შენიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის მსგავსად, საქმის განხილვის დროს მოქმედი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, ამავე კანონის 1.1 მუხლიდან გამომდინარე, ასევე საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში უნდა იქნას განხილული, იმგვარად, რომ არსებული კანონით რაიმე დამატებითი წინაპირობა ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ დადგენილა.
- საქმე №330100117002199131 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.12.2019
ამასთან, 2018 წლის 4 ივლისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოცემული კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს ამ კანონის რეგულირების…
- საქმე №330100117002199131 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.05.2019
2018 წლის 4 ივლისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად კი, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის, 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოცემული კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს ამ კანონის რეგულირების…
- საქმე №190310017001869472 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №190310019002871663 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება