2. გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.
3. საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე იგი ამ კანონით დადგენილი წესით უნდა აღიჭურვოს სინათლეებით.
4. სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
5. საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.
6. პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.
7. პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგზე გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი პირუტყვი უნდა დაიყოს ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა.
8. მეხრეს ეკრძალება:
ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება;
ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა);
გ) სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.
9. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. მეხრესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნებიმოთხოვნები1. 1. გზაზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მის მართვას. გზაზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. 2. გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით. 3. საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე იგი ამ კანონით დადგენილი წესით უნდა აღიჭურვოს სინათლეებით. 4. სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი. 5. საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს. 6. პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს. 7. პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგზე გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი პირუტყვი უნდა დაიყოს ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა. 8. მეხრეს ეკრძალება: ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა); გ) სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება. 9. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.ვალდებულებისაგა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №010100116001646673 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2019
8) მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მეხრის ზ------ ს--------ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
- საქმე №020100119002932267 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 29.05.2019
…მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში რელევანტური სხვა ნორმატიული აქტი არის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის ნორმების დაცვაც ევალებოდა ავტომობილის მძღოლს. აღნიშნული კანონის 22.8 მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან.
- საქმე №010100116001646673 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.01.2018
8) მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მეხრის ზუ--------------ძის მოქმედება არ შეესაბამება,,საგზაო მოძრაობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება