2. გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
3. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.
4. ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
5. ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − გვერდულაზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი, ბავშვთა ჯგუფი უნდა გადაადგილდებოდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულაზე. ბავშვთა ჯგუფი გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით. ამასთანავე, ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია, გზაზე მოძრაობისას ბავშვთა ჯგუფის გამცილებელს ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს.
6. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა:
ა) მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით;
ბ) მოპედითა და მოტოციკლით;
გ) 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება;
დ) მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.
7. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.
8. მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს.
9. აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.04.2017 კანონი №711
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. დამატებითი მოთხოვნები ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადუზრუნველსაყოფად1. 1. მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად გააანალიზოს საგზაო მოძრაობის პირობები. 2. გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს. 3. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია. 4. ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა. 5. ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − გვერდულაზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი, ბავშვთა ჯგუფი უნდა გადაადგილდებოდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულაზე. ბავშვთა ჯგუფი გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით. ამასთანავე, ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია, გზაზე მოძრაობისას ბავშვთა ჯგუფის გამცილებელს ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს. 6. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა: ა) მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით; ბ) მოპედითა და მოტოციკლით; გ) 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება; დ) მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. 7. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. 8. მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს. 9. აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-740აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2023
…ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს. საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა, განუხრელად უნდა დაიცვან ამ კანონით განსაზღვრული მუხლების მოთხოვნები, მათ შორის, დადგენილებაში მითითებული: 21.6; 25.8; 26.2 და 33.1 მუხლების მოთხოვნები; o საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ-ით.
- საქმე №010100118002432638 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.06.2018
ნომერი S--------) მოძრავმა რ----–-- ტ----ემ, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ს----------------ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება