ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლი უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით; ამასთანავე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა უნდა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას);
ბ) მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა;
გ) მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა;
დ) თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება;
ე) მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე;
ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილემ რკინიგზის გადასასვლელზე შეუჩერებლად უნდა გაიაროს.
2. რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა;
ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა;
გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა;
დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ-ს, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა აკრძალული ქმედების განხორციელება.
3. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
4. რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.
5. რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში მძღოლი უნდა ეცადოს, გაიყვანოს იგი რკინიგზის ლიანდაგიდან, ხოლო თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, საფრთხის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილოს რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მემანქანე და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მასზე დამოკიდებული უსაფრთხოების ყველა ზომა, კერძოდ:
ა) სატრანსპორტო საშუალებიდან დაუყოვნებლივ გადმოსხას მგზავრები;
ბ) თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, გაგზავნოს ორი ადამიანი რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ რკინიგზის გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ მხოლოდ ერთს გზავნის, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა) და აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი;
გ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი;
დ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.
6. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. რკინიგზის გადასასვლელიგადასასვლელი1. 1. ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას და მასზე გავლისას, კერძოდ: ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლი უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით; ამასთანავე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა უნდა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას); ბ) მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა; გ) მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა; დ) თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება; ე) მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე; ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილემ რკინიგზის გადასასვლელზე შეუჩერებლად უნდა გაიაროს. 2. რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ-ს, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა აკრძალული ქმედების განხორციელება. 3. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა. 4. რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. 5. რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში მძღოლი უნდა ეცადოს, გაიყვანოს იგი რკინიგზის ლიანდაგიდან, ხოლო თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, საფრთხის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილოს რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მემანქანე და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მასზე დამოკიდებული უსაფრთხოების ყველა ზომა, კერძოდ: ა) სატრანსპორტო საშუალებიდან დაუყოვნებლივ გადმოსხას მგზავრები; ბ) თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, გაგზავნოს ორი ადამიანი რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ რკინიგზის გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ მხოლოდ ერთს გზავნის, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა) და აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი; გ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი; დ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი. 6. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.სიგნალ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-965აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2026
…საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–სთან, რ–ს.....-ე კილომეტრზე №........ არსებულ გადასასვლელზე, ბ. გ–ე, რომელიც მართავდა „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით...., არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის წესებს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, შეუჩერებლად გაიარა დაუცველი, უშლაგბაუმო სალიანდაგო გადასასვლელი, რა დროსაც მოხდა შეჯახება ლიანდაგზე მოძრავ სატვირთო მატარებელთან ე.წ.
- საქმე №190100118002346151 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.06.2018
გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები და რკინიგზის გადასასვლელზე კანონდარღვევით გადავლისას მას შეეჯახა მატარებელი, რომელსაც მართავდა მემანქანე ა---------------–-–---–ი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება