ა) ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის მთელ სიგანეზე; ნებადართულია ბავშვების თამაში;
ბ) მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით;
გ) მძღოლმა ქვეითს არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ უნდა შეზღუდოს მისი გადაადგილება. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება;
დ) ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა;
ე) საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს;
ვ) აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომა სპეციალურად გამოყოფილი და საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.
2. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესებიწესები1. 1. შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში: ა) ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის მთელ სიგანეზე; ნებადართულია ბავშვების თამაში; ბ) მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით; გ) მძღოლმა ქვეითს არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ უნდა შეზღუდოს მისი გადაადგილება. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება; დ) ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა; ე) საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს; ვ) აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომა სპეციალურად გამოყოფილი და საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ. 2. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ. 4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.ტერიტორიაზედა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-953-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
სპეციალური კანონის 51-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე− 41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც.
- საქმე №ას-182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2025
…სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე− 41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც.
- საქმე №ას-422-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე− 41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც.
- საქმე №ას-1622-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 317-ე, 799-ე, 829, ასევე, “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე, 25-ე, 31-ე, 41-ე და 44-ე მუხლები გამოიყენა. 11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება