2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
4. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.
5. მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.
6. აკრძალულია ბუქსირება:
ა) ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია;
ბ) ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს;
გ) უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით;
დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება;
დ1) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება;
ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია;
ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება;
ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
7. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.
9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).
10. ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1011
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებაბუქსირება1. 1. დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით. 3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას. 4. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე. 5. მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა. 6. აკრძალულია ბუქსირება: ა) ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია; ბ) ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს; გ) უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით; დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; დ1) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია; ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება; ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 7. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი. 8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. 9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). 10. ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-452აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2021
გ–მ მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო მიკროავტობუსს გვერდიდან შეეჯახა „დაევო მატიზის“ მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „.......“, რომელსაც მართავდა ქ.
- საქმე №ას-785-785-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2018
ხ-ის მიერ აღნიშნული მუხლით დადგენილი რაიმე მოვალეობის დარღვევაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევაზე აპელირებას [აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო…
- საქმე №120210117001928981 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.07.2018
იგი არ მოიცავს მითითებებს მძღოლის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ, შესაბამისად, პ----- ხ----ის მიერ აღნიშნული მუხლით დადგენილი რაიმე მოვალეობის დარღვევაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევაზე აპელირებას [აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება