1. ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ:
ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად;
ბ) დასახლებული პუნქტის გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.
2. ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია.
3. დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.
4. ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა მძღოლს არ ანიჭებს უპირატესობას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.07.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. ხმოვანი და მანათობელი სიგნალები 1. ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ: ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად; ბ) დასახლებული პუნქტის გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ. 2.ხმოვანი2. ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია. 3. დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად. 4. ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა მძღოლს არ ანიჭებს უპირატესობას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.მიმარ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-379აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2022
რ–ე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3, მე-6 და 22-ე პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შეეჯახა ქვეით თ. გ–ს. მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა მძღოლ ა.
- საქმე №340100119003067840 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 09.03.2020
მოძრაობისას მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველო კანონის 21-ე მუხლის მე-3, მე-6 პუნქტების, 33-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, დაინახა რა საპირისპირო სავალ ნაწილთან გვერდულზე მდგომი ბავშვები, არ გამოიჩინა განსაკუთრებული სიფრთხილე, არ შეამცირა სიჩქარე, არ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება