2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
3. ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.
4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.
5. აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
6. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა.
7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.
8. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
9. აკრძალულია საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №933 – ვებგვერდი, 08.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №933
- 29.04.2015 კანონი №3487
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენებაგამოყენება1. 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. 3. ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება. 4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის. 5. აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. 6. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა. 7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში. 8. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. 9. აკრძალულია საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-953-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე. 3.2.7 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №404/ა ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მძღოლ ლ.ფ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
- საქმე №ას-182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2025
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი ქმედება იწვევს აშკარა საფრთხეს საგზაო მოძრაობისას, ამიტომ ამგვარი მანევრის უფლება სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მას ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი ხმოვან სიგნალთან ერთად და როცა ის დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ ( „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლი). სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ დაელოდა მისთვის გზის დათმობას.
- საქმე №ას-1525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2025
…ავტომანქანებით მოძრაობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ გარკვეული პრიორიტეტებით. ასეთი სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი არიან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური სიგნალებით, ციმციმებით. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის თანახმად, დაზღვეული ავტომანქანის, როგორც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, მძღოლს ანიჭებს უფლებას,…
- საქმე №ას-838-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
კასატორის განმარტებით, ხაზი უნდა გაესვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლს, რომელიც ადგენს იმ უპირატესობებს, რომელიც გააჩნია სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და აქვე უთითებს შემდეგს: პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.
- საქმე №ას-422-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
…და დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად. ხელშეკრულების 17.1 მუხლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც…
- საქმე №ას-1242-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2022
- საქმე №2კ-165აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ას-1622-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №120100118002702954 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.02.2019
- საქმე №330210015001005031 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2018
- საქმე №330210018002544984 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება