2. ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება;
ბ) მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა 8-ს აღემატება.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები.
5. სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგილების რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.
6. მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.
7. ბავშვთა ჯგუფის ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით გადაყვანისას ჯგუფს უნდა ახლდეს სრულწლოვანი გამცილებელი, ხოლო დასასხდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. სატრანსპორტო საშუალებაზე წინ და უკან უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“.
8. მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.
9. მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.
10. აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა:
ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწინებული დასასხდომი ადგილების გარეთ;
ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად);
გ) თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.12.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. მგზავრთა გადაყვანაგადაყვანა1. 1. აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს. 2. ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 3. სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება; ბ) მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა 8-ს აღემატება. 4. სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები. 5. სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგილების რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია. 6. მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი. 7. ბავშვთა ჯგუფის ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით გადაყვანისას ჯგუფს უნდა ახლდეს სრულწლოვანი გამცილებელი, ხოლო დასასხდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. სატრანსპორტო საშუალებაზე წინ და უკან უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. 8. მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე. 9. მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს. 10. აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა: ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწინებული დასასხდომი ადგილების გარეთ; ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად); გ) თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.შემთხვევებშ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-1430აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2024
გ-მა დაარღვიეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება – „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ----, რასაც შედეგად მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება