თავი V — სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სასაზღვრო პოლიციაშიარსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
2. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
3. კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/12/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება