საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (29)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (69 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1014 |
|
2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით. |
| ¶მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
¶მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
2. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს. 3. საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოპერატიულ მართვაში. |
¶მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე – პოლიციელი საჯარო მოხელე, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ბ) პოლიციელი – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სასაზღვრო პოლიციაში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი; გ) საჯარო მოხელე – სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული წოდების არმქონე საჯარო მოხელე; დ) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სასაზღვრო პოლიციაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ე) დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება სასაზღვრო პოლიციაში საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე. |
¶მუხლი 3.
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის პრინციპები |
1. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა. |
¶მუხლი 4.
სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგი და საშტატო თანამდებობა |
1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის საშტატო ერთეულთა ნუსხას.
2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას. 3. საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - საჯარო მოხელე. 4. სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი. 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
|
¶მუხლი 5.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმა და სპეციალური ჟეტონი |
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი). 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (სპეციალური ჟეტონი) გამოყენების წესი განისაზღვრება პოლიციის ეთიკის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
¶მუხლი 6.
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები |
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. |
¶მუხლი 7.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა კომპეტენცია |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა. 4. სპეციალური წოდების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოს რაიმე თანამდებობა უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს (გარდა სპეციალური წოდების მქონე პირებისა) შეუძლია შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმავე დაწესებულების სისტემაში. 6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შორის ურთიერთობები ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, დისციპლინას, სუბორდინაციას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, ნდობასა და ღირსებას. 8. სასაზღვრო პოლიციის პოლიციელს და საჯარო მოხელესა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ ან/და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარებისა ან/და გამოყენების უფლება აქვს სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. 9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით. |
¶მუხლი 8.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს „პოლიციის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს: ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში დადგენილი წესით; დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით შესაბამის თანამდებობაზე; ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, სასაზღვრო პოლიციის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; ვ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ბათილობის მიზნით; ზ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება; თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით. |
¶მუხლი 9.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მოვალეობები |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მიმართვები, საჩივრები და განცხადებები; დ) დაიცვას სასაზღვრო პოლიციაში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები; ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი. 2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი და აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა და დაკითხვაზე მყოფ პირთა უსაფრთხოება. 5. სასაზღვრო პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ იძულების ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს იძულების ღონისძიების განხორციელების შედეგად დაზიანებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. 6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. 7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში. 8. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მინისტრის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში. 9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს. 10. იარაღის ტარების უფლების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება. 11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს. 12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულება გამოიწვევს გარკვეული წინააღმდეგობას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი. 13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია. 14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. |
¶მუხლი 10.
განკარგულებები, რომელთა გაცემა იკრძალება |
1. ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალება) გაცემა, თუ იგი:
ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას; გ) საჭიროებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია. 2. განკარგულების (დავალება) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების გამცემს ან/და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალება) წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც ასევე წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების /დავალება/ გამცემს), თუ მათი შესრულება: ა) მიმართულია მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ოჯახის წევრის წინააღმდეგ; ბ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს. |
¶მუხლი 11.
პროფესიული მომზადება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება სსიპ – სამინისტროს აკადემიაში ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სასაზღვრო პოლიციას შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული ნიშნის მიხედვით მომზადების ან/და გადამზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი. 3. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატების სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხის მომწესრიგებელი ნორმა განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით. |
¶მუხლი 12.
სამსახურში მიღების წესი |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან (გარდა სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელისა, რომელიც მიიღება 21 წლის ასაკიდან) საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.
2. სასაზღვრო პოლიციის ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება შესაძლოა მოხდეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილია შემდეგი მოთხოვნები: ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს: ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან ბ.ბ) სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი; გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება. 4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს სპეციალური წოდებით ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის მიმართაც. 5. სასაზღვრო პოლიციის ცალკეულ დანაყოფებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით განყოფილების უფროსის თანამდებობის ჩათვლით შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი. 6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი). 7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, პირი შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშეც. 8. სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია სასაზღვრო პოლიციაში (მსახურობს სასაზღვრო პოლიციაში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური წოდება. |
¶მუხლი 13.
საჯარო მოხელედ, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურედ სამსახურში მიღების წესი |
1. საშტატო ერთეულით გათვალისწინებული საჯარო მოხელის თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
2. დამხმარე მოსამსახურედ და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ცალკეულ შემთხვევებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შტატგარეშედ), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით. |
¶მუხლი 14.
გამოსაცდელი ვადა |
1. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს. 3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან. 4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. 5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის: ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება; ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობისა. 6. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში. |
¶მუხლი 15.
სასაზღვრო პოლიციაში დანიშვნის/მიღების გაფორმება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურში მიღება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურში მიღების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მისაღები პირის სახელს, მამის სახელს და გვარს; ბ) მოქალაქის პირად ნომერს; გ) შესაბამისი დანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელშიც მიიღება/ინიშნება პირი; დ) თანამდებობის დასახელებას; ე) ფუნქცია-მოვალეობების აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შტატგარეშე მოსამსახურის შემთხვევაში); ვ) მიღების თარიღს; ზ) თანამდებობის დაკავების ვადას (ამოცანის შესრულების ვადა) – თუ პირი განსაზღვრული ვადით არის მიღებული; თ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას – თუ პირი გამოსაცდელი ვადით არის მიღებული; ი) საფუძველს. 3. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენება) სამართლებრივი აქტი. |
¶მუხლი 16.
სამსახურის ვადა |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი – მოხელის პირის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით; გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. |
¶მუხლი 17.
პოლიციელთა ასაკობრივი შეზღუდვა |
1. პოლიციელთათვის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი. 2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. |
¶მუხლი 18.
შეზღუდვები სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას |
1. სასაზღვრო პოლიციაში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა; ი) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები; ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სასაზღვრო პოლიციაში. |
¶მუხლი 19.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა |
პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და სასაზღვრო პოლიციის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. |
¶მუხლი 20.
სპეციალური კონკურსის ორგანიზება |
1. სპეციალური კონკურსი ტარდება სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისია; 3. სასაზღვრო პოლიციის სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი . 4. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას. 5. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 6. სასაზღვრო პოლიციაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი. |
¶მუხლი 21.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება |
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
2. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სხდომის ოქმი პირის თანამდებობაზე დანიშვნის (სასაზღვრო პოლიციაში მიღება) შემთხვევაში განთავსდება მის პირად საქმეში. 3. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთი შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. |
¶მუხლი 22.
სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველი |
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია სასაზღვრო პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას) ვაკანტური ადგილის არსებობა.
2. სპეციალური საკონკურსო კომისია სპეციალურ კონკურსს აცხადებს საკადრო დანაყოფის მიმართვის საფუძველზე. 3. სპეციალურ საკონკურსო კომისიაში საკადრო დანაყოფის მიმართვის საფუძველია სასაზღვრო პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა. 4. დანაყოფის ხელმძღვანელის პირების მიერ სათანადო მიმართვის/დავალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში არსებული ვითარების, სათანადო აუცილებლობის, კანონმდებლობის მოთხოვნების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. |
¶მუხლი 23.
სპეციალური კონკურსის გამოცხადების წესი |
1. სპეციალური საკონკურსო კომისია საკადრო დანაყოფის მომართვის საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური კონკურსის გამოცხადებას.
2. სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს: სასაზღვრო პოლიციისოფიციალურ ვებგვერდზე 3. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვ.); გ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას; ვ) სპეციალური საკონკურსო კომისიისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. |
¶მუხლი 24.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა |
1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფის მიერ შემუშავებული ფორმის განცხადება (შემდგომში – აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის, როგორც წესი, ეძლევათ 10-დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან კონკურსის შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით, მითითებულ მისამართზე.
2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია: 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის - სპეციალური ცონდის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ამ მიზნით, სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში წარადგინოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფში, რომელიც თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად აღნიშნული პირის აკადემიაში წარდგენას. 5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს. 6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. 7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ სამინისტროს სისტემაში დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გადაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე. 8. სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში, მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე თანამდებობაზე დაინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად. |
¶მუხლი 25.
სპეციალური კონკურსის ეტაპები |
1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:
ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ბ) გასაუბრება; გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება; ე) სპეციალური შემოწმება ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა; ზ) პოლიციაში მიღება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება: ა) პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - თუ აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვის პერიოდში მას გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) და აღნიშნული პროგრამის გავლიდან არ არის გასული ერთი წელი; ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა). შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი არა აქვთ აღნიშნული ეტაპები. 3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი. 6. კ
7.სასაზღვრო პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება საკადრო დანაყოფს. შენიშვნა: 21 წლამდე პირის, წვევამდელის, ასევე სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ეტაპის გამოყენების გარეშე. 8. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა.
|
¶მუხლი 26.
ჩაშლილი სპეციალური კონკურსი |
სპეციალური კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან სპეციალური საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. |
¶მუხლი 27.
თანამდებობრივი გადაადგილება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ე) პირადი განცხადებით (პატაკი); ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას. 3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსისან უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელეტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. 5. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. 6. თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) და თანამდებობრივ სარგოს. |
¶მუხლი 28.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე (მივლენა) |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ:
ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში ან სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა; ბ) სასაზღვრო პოლიციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯები შესაძლოა აუნაზღაურდეს მხოლოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას სამსახურებრივი გადაადგილებისას. |
¶მუხლი 29.
სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება |
1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოხელის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოხელის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:
ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; ბ) დააკისროს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეს და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით. 3. მოხელეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოხელის მოვალეობა არა უმეტეს 5 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოხელის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა. 4. მოხელეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოხელეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 5. მოხელეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოხელეს, ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
|
¶მუხლი 30.
სამსახურებრივი მივლინება |
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში - სათანადო პატაკის/მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.
|
¶მუხლი 31.
სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება: ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის წერილობითი პატაკის საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არა უმეტეს 5 დღისა); ბ) შვებულების დროს; გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს; ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში; ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში. 5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
¶მუხლი 32.
თანამდებობიდან დროებით გადაყენება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
2. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე. 3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება. |
¶მუხლი 33.
პოლიციელის, და საჯარო მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა |
1. პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს, საჯარო მოხელესა შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ეძლევა ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ასევე დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. 4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, საჯარო მოხელესა 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (მხოლოდ ფულადი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. 5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. 6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისი თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას თანამდებობაზე. |
¶მუხლი 34.
სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული დანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან გამო; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო; ჟ) აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით განსაზღვრული ვადით დანიშნული პირის სამსახურის ვადის გასვლის გამო; რ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო; ს) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 3. დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებისა. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. |
¶მუხლი 35.
დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერსებს.
2. განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს ერთი თვისა, უარის განცხადების დღიდან. |
¶მუხლი 36.
დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო |
კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელისა დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან. |
მუხლი 37.
დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო |
სპეციალური წოდების მქონე პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. |
¶მუხლი 38.
დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო |
1. სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდება დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად იყო მიღებული გარკვეული ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს. 3. განსაზღვრული ვადით მიღებული პირის გათავისუფლება არ ხდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში. |
¶მუხლი 39.
დათხოვნა წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო |
სპეციალური წოდების მქონე პირი, მისივე თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას. |
¶მუხლი 40.
დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.
2. დისციპლინური გადაცდომის გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა დათხოვნის საკითხებს აწესრიგებს სამინისტროს დისციპლინური წესდება. |
¶მუხლი 41.
დათხოვნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამო |
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. |
¶მუხლი 42.
სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო |
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში. |
მუხლი 43.
დათხოვნა მოქალაქეობის შეცვლის გამო |
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ, თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. |
¶მუხლი 44.
დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან. |
¶მუხლი 45.
დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნაში მითითებული დღიდან. |
მუხლი 46.
გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო |
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. |
მუხლი 47.
გათავისუფლება გარდაცვალების გამო |
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. |
¶მუხლი 48.
დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო |
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ეს წესი ან მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნას ასეთ შემთხვევებში. |
¶მუხლი 49.
დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო |
გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში. |
¶მუხლი 50.
დათხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო |
მოსამსახურის დათხოვნა ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს. |
¶მუხლი 51.
სტაჟირება და პრაქტიკა |
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სამინისტროში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.
2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი. 3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას. 4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. |
¶მუხლი 52.
კონკურსი და ატესტაცია |
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სასაზღვრო პოლიციაშიარსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
2. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 3. კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი. |
¶მუხლი 53.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები. |
1. სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა)რიგითი შემადგენლობისათვის: უმცროსი სპეციალური წოდება –საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი; ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის: საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი; უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი; უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი. |
¶მუხლი 54.
სპეციალური წოდების მინიჭება. |
1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
2. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ოფიცერთა შემადგენლობას უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს 3. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა "გადამდგარი" ან "თადარიგის" . 4. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით . 5. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 6. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლის-სამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. 7. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია. 8. ოფიცრის წოდების არმქონე პირებს, რომლებიც ოფიცრის თანამდებობაზე ინიშნებიან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით: ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს - ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე; ბ) საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირებს - სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ. 9. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 10. ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. |
¶მუხლი 55.
სამსახურის ვადა ოფიცერთა შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად |
ოფიცერთა შემადგენლობისათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტიდან – ლეიტენანტამდე – 1 წელი; ბ) ლეიტენანტიდან – უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე (კაპიტან ლეიტენანტამდე) – 3 წელი; დ) კაპიტნიდან (კაპიტან ლეიტენანტიდან) – მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი; ე) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) – ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი; ვ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) – პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი; ზ) პოლკოვნიკისათვის (პირველი რანგის კაპიტნისათვის) სამსახურის ვადა დაწესებული არ არის. |
¶მუხლი 56.
სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს სასზღვრო პოლიციის უფროსი. 3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
|
¶მუხლი 57.
წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. გამართლების შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება. 3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება. 4. დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსს. 5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, წოდების აღდგენა ხდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.
|
¶მუხლი 58.
სასაზღვრო პოლიციის შინაგანაწესი |
1. სასაზღვრო პოლიციის ერთიან შინაგანაწესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
2. სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელები შესაბამის შინაგანაწესს განსაზღვრავენ საქმიანობის განსხვავებული თავისებურების და სპეციფიკის გათვალისწინებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული ერთიანი შინაგანაწესის შესაბამისად. |
¶მუხლი 59.
სამუშაო დრო |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით. |
¶მუხლი 60.
შვებულება |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ.
2. სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის - 40 კალენდარული დღით. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით. 5. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც. 6. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი. იმ დანაყოფებში, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, დაუშვებელია ერთდროულად პირადი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი მოსამსახურის შვებულებაში გაშვება. 7. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე წელს. 8. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა. 10. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებზე.
|
¶მუხლი 61.
მოკლევადიანი შვებულება |
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში. |
¶მუხლი 62.
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შვებულება ეძლევა ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწიინებით.
2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე ექვემდებარება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-სამედიცინო კომისიის გავლას მისი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენიის მიზნით. 3. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური შვებულების ანგარიშში. |
¶მუხლი 63.
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო |
1. მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. |
მუხლი 64.
სოციალური უზრუნველყოფა |
მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება კანონმდებლობის, მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
¶მუხლი 65.
სამსახურში და წოდების აღდგენის საფუძვლები |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება.
2. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე. 3. აღდგენილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი. |
¶მუხლი 66.
სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს |
1. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელშემშლელი გარემოება.
2. სასაზღვრო პოლიციაში მინისტრის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე. 3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლის დროსაც: ა) უფლებამოსილ პირს შეუძლია არ დააკმაყოფილოს მოსამსახურის პატაკი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე; ბ) წყდება ყველა სახის შვებულება (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა). |
¶მუხლი 67.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წახალისება და დიციპლინური პასუხისმგებლობა |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდებით.
2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს მინისტრი. |
1
+
ბრძანება №1014
+
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით.
+
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართიშინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
+
დანართი
+
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
11. ეს წესი შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.
12. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე – პოლიციელი, საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
დ1) სტაჟიორი – პირი, რომელიც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანების საფუძველზე სასაზღვრო პოლიციაში გადის სტაჟირებას;
ე) (ამოღებულია - 02.09.2020, №130);
ვ) სპეციალური შემოწმება – სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ/დასანიშნ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება/მოძიება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.
+
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის პრინციპები
+
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგი და საშტატო თანამდებობა
2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შესაბამის საშტატო თანამდებობას.
3. საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - საჯარო მოხელე.
4. სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 21.10.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
მუხლი 41. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობების რანგირება
1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის თანამდებობის მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ი) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილება განისაზღვრება საშტატო განრიგით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმა და სპეციალური ჟეტონი
4. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილ პირს, თანამდებობიდან დროებით გადაყენებულ ან კადრების განკარგულებაში აყვანილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს (გარდა 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ამ წესის 621 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე, ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სპეციალური ჟეტონი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება და ეკრძალება სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
მუხლი 7.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა კომპეტენცია |
+
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
+
მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა კომპეტენცია
4. (ამოღებულია - 06.11.2025, №109).
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:
ა) სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურესა და საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა), ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში, გარდა ამ წესის 71 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ საჯარო სამსახურში, აგრეთვე, იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეთავსებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისას, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
81. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სპეციალური მომზადების გავლის გარეშე.
9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.
+
მუხლი 71. თანხმობა ზოგიერთი საქმიანობის განხორციელების თაობაზე
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ ან/და შემოქმედებით საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებელი მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №85 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.
+
მუხლი 8. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს „პოლიციის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში დადგენილი წესით; დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით შესაბამის თანამდებობაზე;ე) გაიაროს გრძელვადიანი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ და საკვალიფიკაციო სწავლება, რათა განიმტკიცოს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 2 მაისის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 04.05.2015წ.
+
მუხლი 9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მოვალეობები
2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად.
10. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა.
101. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ჩააბაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ხოლო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა-ჩაბარების კონტროლი.
102. ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ეკრძალება:
ა) შემაკავებელი/დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ბ) ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემისას – შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 91. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან.
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ხელფასის ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ხელფასის შემცირების საფუძველი.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელფასი, დანამატი და კომპენსაცია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგოს დადგენა ხორციელდება აღნიშნული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილებისა და მისი ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისას.
8. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება საშტატო განრიგით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ წესის 41 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.
9. სასაზღვრო პოლიციაში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 92. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან შეთანხმების დადება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრულ თანამდებობებზე, სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ გააფორმოს შეთანხმება, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაძლებელია მივლენილ იქნეს საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე 1 თვიდან 5 წლამდე ვადით, რა დროსაც მივლენამდე სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების გაფორმება.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებებით განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლება-მოვალეობები, მათ შორის, სასწავლო კურსის/მომზადების გავლის შემდეგ სამინისტროს სისტემაში განსაზღვრული ვადით სამსახურის გავლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულების დარღვევისათვის.
4. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე მივლენის პერიოდში არ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პირობები.
5. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან შეიძლება აუნაზღაურდეთ მხოლოდ სადეპოზიტო თანხის, მგზავრობის, სასწავლო არდადეგების პერიოდში მგზავრობის ხარჯების და სხვა დამატებითი ხარჯები. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგინოს სადეპოზიტო თანხის, მგზავრობისა და სხვა დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ხარჯის გაწევიდან 30 დღის ვადაში.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 10. განკარგულებები, რომელთა გაცემა იკრძალება
+
მუხლი 11. პროფესიული მომზადება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია), სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სასაზღვრო პოლიციას შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული ნიშნის მიხედვით მომზადების ან/და გადამზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას ახორციელებს აკადემია და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.
4. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან/და გამოყენებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მომზადების გავლა არ არის სავალდებულო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურისთვის, რომელსაც აღნიშნული მომზადება გავლილი აქვს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში, რაც დასტურდება ამავე დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით.
5. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატების სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხის მომწესრიგებელი ნორმა განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
+
+
მუხლი 12. სამსახურში მიღების წესი
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.
გ) გარდა წინამდებარე წესით დადგენილი გამონაკლისისა, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს ან უმაღლეს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.
4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს სპეციალური წოდებით, ასევე, საჯარო მოხელედ მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის მიმართაც.
51. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტში საფრენ აპარატებზე საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს საფრენოსნო მიმართულებით პროფესიული განათლების და საფრენ აპარატებზე არანაკლებ 1500 ნაფრენი საათის გამოცდილების მქონე პირი.
52. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარ სამმართველოსა და საინჟინრო-სარემონტო სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს საზღვაო მიმართულებით პროფესიული განათლების და მცურავ საშუალებებზე მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილების მქონე პირი.
53. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საბრძოლო და სპეციალური ღონისძიებების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.
54. სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, იმ თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.
55. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, იმ თანამდებობებზე რომელთა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი და აქვს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.
56. ამ მუხლის 52, 54-55 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.
7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ან სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ ან უშუალოდ მათი თანხმობით, თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.
8. სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია სამინისტროში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური წოდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №84 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №137 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 12 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 15.07.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
+
მუხლი 13. საჯარო მოხელედ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად სამსახურში მიღების წესი
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ცალკეულ შემთხვევებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
მუხლი 14. გამოსაცდელი ვადა
11. სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, გამოსაცდელი ვადით დანიშვნამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში.
31. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.
31. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში.
4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა სასაზღვრო პოლიციის უფროსის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
+
მუხლი 15. სასაზღვრო პოლიციაში დანიშვნის/მიღების გაფორმება
ა) მისაღები პირის სახელს და გვარს;
ე) ფუნქცია-მოვალეობის აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში);
3. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენება) სამართლებრივი აქტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
+
მუხლი 16. სამსახურის ვადა
11. (ამოღებულია - 09.06.2017, №289);
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შემცვლელი –მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – დავალების შესრულების ვადით;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 2 მაისის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 04.05.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
მუხლი 17. პოლიციელთა ასაკობრივი შეზღუდვა
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის (შემდგომ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 18. შეზღუდვები სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას
+
მუხლი 19. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა
1. სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აიყვანება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე და იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.
2. სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლების შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი საკადრო დანაყოფი ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
+
თავი III
+
მუხლი 20. სპეციალური კონკურსის ორგანიზება
1. სპეციალური კონკურსის სახეებია:
ა) ღია სპეციალური კონკურსი;
ბ) შიდა სპეციალური კონკურსი
11. ღია სპეციალური კონკურსი ტარდება სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ღია სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
12. შიდა სპეციალური კონკურსი ტარდება ამ წესის 262 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. პოლიციელად მისაღებ კანდიდატს არჩევს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.
21. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სპეციალური კონკურსის გამოცხადებისას სპეციალურ საკონკურსო კომისიაში დამატებით ხმის უფლებით, არამუდმივ წევრად მონაწილეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი).
61. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს სასაზღვრო პოლიციაში სტაჟიორად მისაღები პირი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 16.12.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
+
მუხლი 21. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ხმა. კომისიამ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს გამოკითხვის წესით.
4. სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი და სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კანდიდატის შეფასებისას იხელმძღვანელონ კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გენდერული თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ამ წესით აღიარებული სხვა პრინციპების დაცვით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი და თანმიმდევრული სტანდარტი ყველა კანდიდატთან მიმართებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 22. სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველი
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია სასაზღვრო პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას) ვაკანტური ადგილის არსებობა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მიმართვას/დავალებას თან უნდა დაერთოს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.
6. სპეციალური საკონკურსო კომისია (მათ შორის, სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო) უფლებამოსილია, ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დანაყოფისაგან მოითხოვოს დამატებითი დასაბუთება, ხოლო განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი განიხილოს სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე. დაინტერესებული დანაყოფის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს სხდომას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური საკონკურსო კომისია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
+
მუხლი 23. სპეციალური კონკურსის გამოცხადების წესი
2. სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
+
მუხლი 24. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა
2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:
ა) სპეციალისტი (მესაზღვრე);
ბ) სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე).
[ბ) ოფიცერი (უფროსი მესაზღვრე). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ამ მიზნით, სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში წარადგინოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფში, რომელიც თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად აღნიშნული პირის აკადემიაში წარდგენას.
6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთსა და იმავე დანაყოფში აპლიკაცია წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
8. სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში, მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე თანამდებობაზე დაეკისრება დროებითი მოვალეობის შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 17 თებერვლის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 18.02.2026წ.
+
მუხლი 25. სპეციალური კონკურსის ეტაპები
ა1) ტესტირება (სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შემთხვევაში);
ე) სპეციალური შემოწმება;
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება იმ სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მათ არ გაუვლიათ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ სამინისტროდან მისი დათხოვნის შემდეგ არ არის გასული 6 თვე.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი არა აქვთ აღნიშნული ეტაპები.
5. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე. აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
51. სპეციალური კონკურსის ტესტირების ეტაპი სრულდება აპლიკაციის გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
6. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობისა და იმ სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შემდეგ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ;
6. კანდიდატის
/კანდიდატების
მიერ
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა
“-„დ
“ ეტაპების
წარმატებით
გავლის
შემთხვევაში
, სპეციალური
საკონკურსო
კომისია
, ჯანმრთელობის
მდგომარეობის
და
ფიზიკური
მომზადების
დონის
შემოწმების
შესახებ
შეტყობინების
(რომელსაც
უზრუნველყოფს
სამინისტროს
საკადრო დანაყოფი
) მიღებიდან
არა
უგვიანეს
5 დღის
ვადაში
იღებს
გადაწყვეტილებას
ვაკანტურ
თანამდებობაზე
მხოლოდ
ერთი
კანდიდატის
სპეციალური
შემოწმების
დაწყების
, აგრეთვე
მისი
გამოსაცდელი
ვადით
დანიშვნის
ან
გამოსაცდელი
ვადის
გარეშე
სასაზღვრო პოლიციაში
მიღების
შესახებ
. აღნიშნული
გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ
ეგზავნება
შესაბამის
საკადრო
დანაყოფს
.
ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი;
შენიშვნა
: აკადემიაში
აკადემიურ
თანამდებობაზე
დასანიშნი
პირის
პოლიციაში
მიღება
ხდება
გამოსაცდელი
ვადით
დანიშვნის
გარეშე
.
გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება;
დ) სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება.
7. (ამოღებულია - 13.02.2023, №2).
8. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას – სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი.
9. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია (გამოკითხვის წესით) ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი საკადრო დანაყოფი) მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და კანდიდატს.
10. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. ამ ვადაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობდეს მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია, იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების (სასაზღვრო პოლიციაში ჩარიცხვა) შესახებ. სათანადო რეაგირებისათვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.
11. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა.
12. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება სასაზღვრო პოლიციაში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ საკონკურსო კომისიას გააცნობს შესაბამისი საკადრო დანაყოფი. სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირს.
13. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სასაზღვრო პოლიციაში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 13 თებერვლის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 13.02.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
+
მუხლი 26. ჩაშლილი სპეციალური კონკურსი
სპეციალური კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან სპეციალური საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
+
მუხლი 261. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 16.12.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.
+
მუხლი 262. შიდა სპეციალური კონკურსი
1. სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია გამოაცხადოს შიდა სპეციალური კონკურსი სასაზღვრო პოლიციაში არსებული ვაკანტური თანამდებობის (გარდა უფროსი მესაზღვრისა და მესაზღვრის თანამდებობებისა) დასაკავებლად, სასაზღვრო პოლიციის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სამინისტროს სისტემის მოსამსახურესა და სტაჟიორს.
2. შიდა სპეციალურ კონკურსში მონაწილე კანდიდატი, ექვემდებარება ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მას არ გაუვლია მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და მოცულობით.
3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შიდა სპეციალური კონკურსი მოიცავს იმავე ეტაპებსა და წესებს, რასაც სასაზღვრო პოლიციაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ წესით არის დადგენილი.
4. შიდა სპეციალური კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სპეციალური წოდებით ან საჯარო მოხელედ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
5. შიდა სპეციალური კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება/აპლიკაცია, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა შიდა კონკურსის ეტაპები ან მონაწილე კანდიდატმა უარი განაცხადა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნაზე.
6. შიდა სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია თავსდება სამინისტროს შიდა საინფორმაციო პორტალზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.
+
თავი IV
სპეციალური კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან სპეციალური საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.თავი IV
+
მუხლი 27. თანამდებობრივი გადაადგილება
ა1) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება);
დ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ვ) (ამოღებულია - 15.11.2022, №111);
ვ1) სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად;
ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო;
თ) სამსახურებრივი როტაციის შემთხვევაში.“;
2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობა, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ1“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით. ამ წესით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია, თუ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული მოსამსახურე უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
6. თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) ან/და თანამდებობრივ სარგოს.
7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანაბარ თანამდებობაზე გადაადგილების შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში.
8. სამსახურებრივი როტაცია გულისხმობს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას არაუმეტეს 5 წლის ვადით, მისი სპეციალობის (კვალიფიკაცია), პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით.
9. როტაციის ინიციატორი შეიძლება იყოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 8 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №84 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
+
მუხლი 28. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე (მივლენა)
ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში არა უმეტეს 6 თვისა;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 281. სასაზღვრო პოლიციის დანაყოფის ოპერატიულ მართვაში გადაცემა
1. სასაზღვრო პოლიციის დანაყოფი სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) შეიძლება ოპერატიულ მართვაში გადაეცეს სასაზღვრო პოლიციის სხვა დანაყოფს, აღნიშნული დანაყოფის ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ოპერატიულ მართვაში გადაცემის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით უნდა განისაზღვროს:
ა) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი და მიმღები დანაყოფების დასახელება;
ბ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილება;
გ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მოქმედების ფარგლები (არეალი);
დ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მართვის, ლოჯისტიკისა და სხვა საკითხები.
2. ოპერატიულ მართვაში გადაცემის დროს სასაზღვრო პოლიციის დანაყოფი გადადის სასაზღვრო პოლიციის სხვა დანაყოფის დაქვემდებარებაში და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ამ დანაყოფზე დაკისრებულ ამოცანებსა და დავალებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 15 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 15.05.2023წ.
+
მუხლი 282. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მივლენა
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებელია მივლენილ იქნეს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურის მივლენის ვადა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის/კურსის ვადით.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯები შესაძლოა აუნაზღაურდეს მხოლოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას მივლენისას, თუ უზრუნველყოფილი არ არის მისი მგზავრობა, ადგილზე განთავსება და კვებით უზრუნველყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
+
მუხლი 29. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება
1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:
ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეუძლია:
ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით, შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;
ბ) სასაზღვრო პოლიციაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.
31. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა მოსამსახურეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, ხელფასის გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 2 მაისის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 04.05.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 8 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №84 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 30. სამსახურებრივი მივლინება
3. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
+
მუხლი 301. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
+
მუხლი 31. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება
დ1) ამ წესის 621 მუხლის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე;
ე1) საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის დროს;
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია უნარჩუნდებათ მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 32. თანამდებობიდან დროებით გადაყენება
2. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.
3. (ამოღებულია - 15.11.2022, №111).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 33. პოლიციელის, და საჯარო მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი, აგრეთვე საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენილი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში მისი თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
7. 2 დღეზე მეტი ვადით კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი და საჯარო მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
+
მუხლი 34. სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები
კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;
კ1) სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისიის დასკვნის შესაბამისად, აგრეთვე, ამ წესის 451 მუხლის 11 პუნქტით ან 62-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ლ1) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ წესის 621 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ო1) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შეფასებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თუ სასაზღვრო პოლიციის უფროსის დამტკიცებული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გათავისუფლებას/მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;
ო2) ატესტაციისას უარყოფითი შედეგების გამო;
პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
რ) (ამოღებულია - 29.08.2014, №662);
რ1) (ამოღებულია - 15.11.2022, №111);
3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა „დ“, „ე“, „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა.
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 2 მაისის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 04.05.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 13 თებერვლის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 13.02.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.
+
მუხლი 35. დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის პირადი განცხადება (პატაკი) გათავისუფლების შესახებ უნდა შეთანხმდეს როგორც უშუალო, ასევე ზემდგომ უფროსთან/უფროსებთან.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უშუალო ან/და ზემდგომი უფროსი/უფროსები უფლებამოსილია/უფლებამოსილნი არიან განცხადების (პატაკის) ვიზირება შეაჩეროს/შეაჩერონ არაუმეტეს 14 სამუშაო დღის ვადით, თუ განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ინტერესებს ან/და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, განცხადება (პატაკი) უნდა დაკმაყოფილდეს 14 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების სხვა სამართლებრივი საფუძველი.
მუხლი 37.
დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო |
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია მისი განცხადების (პატაკის) ვიზირების დასრულებამდე გამოცხადდეს სამსახურში და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამ პერიოდში, სამსახურში გამოუცხადებლობის ან/და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებები.
მუხლი 38.
დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო |
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მომზადებულ განცხადებას (პატაკს) არ მიეცემა მსვლელობა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით მომზადებულ, ასევე მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაზე (პატაკზე).
7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კადრების განკარგულებაში მყოფი პირის მიერ პირადი განცხადებით (პატაკით) გათავისუფლების მოთხოვნაზე (გარდა იმ მოსამსახურისა, რომელსაც ამ წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული აქვს მოვალეობის დროებით შესრულება). აღნიშნული პირი განცხადებით (პატაკით) მიმართავს მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ვიზირების გარეშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 20 ივლისის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 21.07.2023წ.
+
მუხლი 36. დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო
კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელისა დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.
+
მუხლი 37. დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო
სპეციალური წოდების მქონე პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, ზღვრული ასაკის შესრულების მეორე დღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო
1. სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად იყო მიღებული გარკვეული ვადით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
მუხლი 39. დათხოვნა წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო
+
მუხლი 40. დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის
11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დამტკიცებული სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
მუხლი 42.
სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო |
მუხლი 43.
დათხოვნა მოქალაქეობის შეცვლის გამო |
+
მუხლი 41. დათხოვნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამო
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
მუხლი 44.
დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით |
+
მუხლი 42. სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.
+
მუხლი 43. დათხოვნა მოქალაქეობის შეცვლის გამო
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ, თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა.
+
მუხლი 44. დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით
+
მუხლი 441. გათავისუფლება სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
მუხლი 45. დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მოთხოვნის მიუხედავად, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და არ ჩაიტარებს ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევას/ანალიზს მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე თუ არ დაემორჩილება ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნაში მითითებული დღიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 13 თებერვლის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 13.02.2023წ.
მუხლი 47.
გათავისუფლება გარდაცვალების გამო |
მუხლი 48.
დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო |
+
მუხლი 451. დათხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის საფუძველზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ამ წესის 621 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით, დადგენილ ვადაში არ მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო), ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 46. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 47. გათავისუფლება გარდაცვალების გამო
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.
+
მუხლი 48. დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო
მუხლი 50.
დათხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო |
+
მუხლი 49. დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო
გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
+
მუხლი 491. გათავისუფლება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შეფასებიდან გამომდინარე
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შეფასებისას მიღებული უარყოფითი შედეგის გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 492. გათავისუფლება ატესტაციის შედეგების საფუძველზე
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა ამ წესის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე მიღებული უარყოფითი შეფასების შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 50. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №662 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.
+
მუხლი 501. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 2 მაისის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 04.05.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
თავი VI
მოსამსახურის დათხოვნა ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს.თავი VI
+
მუხლი 51. სტაჟირება და პრაქტიკა
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სასაზღვრო პოლიციაში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.
4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
+
მუხლი 52. კონკურსი და ატესტაცია
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სასაზღვრო პოლიციაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
2. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სრულყოფა და სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული შეფასება.
4. ატესტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საკუთარი ინიციატივით ან სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე.
5. ატესტაციას არ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით.
6. სასაზღვრო პოლიციის ერთი და იმავე მოსამსახურის ატესტაცია დასაშვებია წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის:
ა) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას;
ბ) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის შემოწმებას, გასაუბრების ან ტესტირების და გასაუბრების ფორმით.
7. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, საატესტაციო კომისია ადგენს შემდეგს:
ა) ატესტაციას დაქვემდებარებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს;
ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია სასაზღვრო პოლიციის უფროსს მიმართავს რეკომენდაციით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
10. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, საატესტაციო თემატიკა, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
+
მუხლი 53. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები.
სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ – მიჩმანი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ადმირალი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 8 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №84 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
+
მუხლი 54. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდებების მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
3. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა "გადამდგარი" ან "თადარიგის" .
3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი სპეციალური წოდება, ხოლო მორიგი ან ვადაზე ადრე წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება. მორიგი წოდების მისანიჭებლად მოსამსახურეს ნამსახურები უნდა ქონდეს შესაბამისი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა.
4. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.
5. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა).
6. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
7. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი ყველაზე უფრო მაღალი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია.
8. საშუალო, უფროსი და უმაღლესი წოდების არმქონე პირებს, იმ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომელიც ითვალისწინებს საშუალო, უფროს და უმაღლეს წოდებებს, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით:
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს – თანამდებობაზე დანიშვნისთანავე;
ბ) სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს – სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
9. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მომზადების პროგრამის/კურსის გავლის შემდეგ, მოსამსახურეს ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.
10. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს. საგამონაკლისო წესით უფროსი სპეციალური წოდება ენიჭება საფრენოსნო ან საზღვაო მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე მოსამსახურეებს.
11. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში.
12. ომის პირობებში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად, სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
13. დათხოვნისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 8 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №84 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
+
მუხლი 55. სამსახურის ვადა საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად
საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
გ) უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
დ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) – მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;
ე) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) – ვიცე პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 8 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №84 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
+
მუხლი 56. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
3. (ამოღებულია - 01.09.2020 - №130).
4. წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.
5. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №668 - ვებგვერდი, 01.12.2016 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
+
მუხლი 57. წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
+
მუხლი 58. სასაზღვრო პოლიციის შინაგანაწესი
2. სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელები შესაბამის შინაგანაწესს განსაზღვრავენ საქმიანობის განსხვავებული თავისებურების და სპეციფიკის გათვალისწინებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული ერთიანი შინაგანაწესის შესაბამისად.
1
მუხლი 59. სამუშაო დრო
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით.
+
მუხლი 60. შვებულება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს და ჩაითვალოს წინა წლის შვებულებად.
2. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის - 40 კალენდარული დღით.
6. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი. იმ დანაყოფებში, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, დაუშვებელია ერთდროულად პირადი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი მოსამსახურის შვებულებაში გაშვება.
10. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
მუხლი 62.
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 02.09.2020წ.
+
მუხლი 61. მოკლევადიანი შვებულება
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 10 დღის ვადით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
+
მუხლი 62. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე ექვემდებარება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამედიცინო კომისიის გავლას მისი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენიის მიზნით.
21. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და ჩაიტაროს ყველა საჭირო გამოკვლევა/ანალიზი მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე დაემორჩილოს ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურიდან დათხოვნის ან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 31 იანვრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 13 თებერვლის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 13.02.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
+
მუხლი 621. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული)
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული) შეიძლება ჩატარდეს მინისტრის ან მინისტრის კურატორი მოადგილისთვის სასაზღვრო პოლიციის უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც პატაკით მიმართავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.
2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის შემდეგაც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა საფუძვლიანია და წერილობით მიმართავს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს;
ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეუჩერდება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების შესახებ;
ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების არარსებობის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით მიმართოს ბიუროს, რომლის დასკვნასაც წარუდგენს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს.
6. თუ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით, არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
7. თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნით დადგინდა, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან, რაც აგრეთვე ეცნობება მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს.
8. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს სასაზღვრო პოლიცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 16.11.2022წ.
+
მუხლი 63. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
+
მუხლი 64. სოციალური უზრუნველყოფა
+
მუხლი 65. სამსახურში და წოდების აღდგენის საფუძვლები
3. აღდგენილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
+
მუხლი 66. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
+
მუხლი 67. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წახალისება და დიციპლინური პასუხისმგებლობა
2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს მინისტრი.
+
მუხლი 68. გარდამავალი დებულებები
1. 2025 წლის 1 იანვრამდე სასაზღვრო პოლიციაში სპეციალური წოდებით დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, მინისტრის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.
3. ამ წესის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა აგრეთვე ვრცელდება სამინისტროს სამხედრო წოდების მქონე ყოფილ მოსამსახურეზე, თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1014. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016264.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 29 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 69 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №1014, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016264 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2172232/