კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №390 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
დ) საგადასახადო ომბუდსმენი;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
ვ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ლ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
მ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
ო) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
პ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ჟ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
რ)საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;
ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
ღ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
ყ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.
ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს;
ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელს;
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელს;
ზ) საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელს;
თ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს;
ი) აშშ-ს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
კ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის წევრს;
ლ) ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელს;
მ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელს;
ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელს;
ო) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს;
პ) საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;
ჟ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;
რ) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს.
|
1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – ანტიკორუფციული საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ანტიკორუფციული საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. ანტიკორუფციული საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
1. ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ანტიკორუფციული საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
ანტიკორუფციული საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი;
გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ანტიკორუფციული საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
1. ანტიკორუფციული საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
2. ანტიკორუფციული საბჭო საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.
1. ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.
2. ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომები იმართება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.
4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ანტიკორუფციული საბჭოს ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
5. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.
6. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.
7. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ანტიკორუფციული საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. ანტიკორუფციული საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.
10. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს ანტიკორუფციული საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობას.
ანტიკორუფციული საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
+
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – ანტიკორუფციული საბჭო) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე;
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - ანტიკორუფციული საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ბ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
კ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
ლ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
პ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ჟ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
რ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
ს) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
ტ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
უ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ფ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი;
ქ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი;
ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ძ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
წ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
ჭ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;
ხ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;
ჯ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №171 – ვებგვერდი, 23.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №516 - ვებგვერდი, 08.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №94 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 28.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №555 – ვებგვერდი, 20.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №665 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №188 – ვებგვერდი, 14.04.2022წ.
+
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.
+
მუხლი 3🔗
ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა: ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს; გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს; ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელს; ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელს; ზ) საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელს; თ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს; ი) აშშ-ს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს; კ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის წევრს; ლ) ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელს; მ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელს; ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელს; ო) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს; პ) საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელს; ჟ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;რ) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს;
ს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
ტ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს;
უ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ფ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს;
ქ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ღ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 28.09.2017წ.
+
დამტკიცდეს ანტიკორუფციული საბჭოს თანდართული დებულება.
+
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – ანტიკორუფციული საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ანტიკორუფციული საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ანტიკორუფციული საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ, სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №171 – ვებგვერდი, 23.04.2015წ.
ანტიკორუფციული საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №390. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.017563.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №390, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017563 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2177485/