1. მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს.
2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს მის გადახედვას.‘
3. აკრძალულია იმ სახეობის პათოგენური ბიოლოგიური აგენტების და ისეთი რაოდენობით ფლობა, რომელიც ვერ აიხსნება მათი დიაგნოსტიკური, კვლევითი ან სხვა სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებით.
4. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს.
5. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მომუშავე ლაბორატორიებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.06.2007).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა 1. მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს. 2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციებისპათოგენების გამომწვევებისნუსხას სიას.და, 3საჭიროებისამებრ, წელიწადშიუზრუნველყოფს ერთხელ,მის ასევეგადახედვას.‘ საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ხდება განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სიის გადახედვა. 3. აკრძალულია იმ სახეობის პათოგენური ბიოლოგიური აგენტების და ისეთი რაოდენობით ფლობა, რომელიც ვერ აიხსნება მათი დიაგნოსტიკური, კვლევითი ან სხვა სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებით. 4. სამინისტროსამინისტროს ადგენსწარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში ინფექციებისპათოგენების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს,წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს. 5. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზეაგენტებთან მომუშავე ლაბორატორიებისათვის სამინისტრო შეიმუშავებს სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, განსაზღვრავს პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათმის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს.პრინციპებს შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება