1. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს.
2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება.
3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი.
5. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს. ამ წესების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში.
6. განსაკუთრებით საშიში პათოგენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და ისინი უნდა გადაადგილდეს დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3115
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3115
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები 1. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს. 2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება. 3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი. 5. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს. ამ წესების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში. 6. განსაკუთრებით საშიში პათოგენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და ისინი უნდა გადაადგილდეს დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება