1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.
2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა და გამოყენება, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.
5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.
6. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის, მათ შორის, სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური მეთოდებით მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების უსაფრთხოების ნორმებს.
7. ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
8. პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.
10. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სამინისტროს კომპეტენცია დგინდება იმავე კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2015 წლის 11
ნოემბრის კანონი
№4494
- ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №907
- ვებგვერდი, 21.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2015 კანონი №4494
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა 1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო. 3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა და გამოყენება, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე. 5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. 6. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის, მათ შორის, სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური მეთოდებით მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების უსაფრთხოების ნორმებს. 7. ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. 8. პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. 10. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სამინისტროს კომპეტენცია დგინდება იმავე კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №907 - ვებგვერდი, 21.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-1340-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
…– ფლობა, სარგებლობა, განკარგვა, მაგრამ ამავე დროს ვალდებულია, არ გასცდეს კანონისმიერი ბოჭვის იმ ფარგლებს, რაც იცავს მეზობლებს და მესამე პირთა უფლებებს მესაკუთრის მხრიდან თავისი ნივთით სარგებლობიდან გამომდინარე. 26. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით…
- საქმე №ას-1205-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
პირველი მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებისას მომდინარე ზემოქმედება არსებითია და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელეების მიერ საკუთრებით სარგებლობის უფლებას ( „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლი: საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის…
- საქმე №ას-1046-1007-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2017
…რომ მეზობლის (მოპასუხის) მიერ დამონტაჟებული აგრეგატის მუშაობით გამოწვეული ხმაური არღვევს მის სიმშვიდესა და ჯანმრთელობას. კონსტიტუციის 37.1 მუხლით დადგენილია, რომ ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო…
- საქმე №ას-764-731-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2014
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის…
- საქმე №330210016001509222 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.11.2018
პირველი მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებისას მომდინარე ზემოქმედება არსებითია და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელეების მიერ საკუთრებით სარგებლობის უფლებას ( „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლი: საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის…
- საქმე №330210018002564545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.09.2019
- საქმე №330210018002430211 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.09.2019
- საქმე №330210018002472407 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №330210018002430211 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330210018002564545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება