1. სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის ხარისხობრივ ნორმებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს.
2. (ამოღებულია - 07.112.2017, №1691).
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;
[ა) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)
]
ბ) წყლის ო
ბიექტების დაცვას ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;
გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას;
დ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს და სასმელი წყლის გარე, შერჩევით ლაბორატორიულ კონტროლს.
4. წყლის ხარისხის შიდა კონტროლს და გარე ლაბორატორიულ აუდიტს აწარმოებენ აკრედიტებული დამოუკიდებელი ლაბორატორიები.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №49
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1691
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3430 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3430
- 07.12.2017 კანონი №1691
- 25.03.2013 კანონი №49
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა 1. სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის ხარისხობრივ ნორმებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს. 2. (ამოღებულია - 07.112.2017, №1691). 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; [ა) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] ბ) წყლის ო ბიექტების დაცვას ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას; დ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს და სასმელი წყლის გარე, შერჩევით ლაბორატორიულ კონტროლს. 4. წყლის ხარისხის შიდა კონტროლს და გარე ლაბორატორიულ აუდიტს აწარმოებენ აკრედიტებული დამოუკიდებელი ლაბორატორიები. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №49 2 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი VII. ქიმიური, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროდუქციის უსაფრთხოება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება